ეროვნული მეტროლოგიური უწყებების ევრო-აზიური თანამშრომლობა (COOMET)
2006 წლის 4 სექტემბერს ხელი მოეწერა ეროვნული მეტროლოგიური უწყებების ევრო-აზიური თანამშრომლობის (COOMET) მემორანდუმს. COOMET-ის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს თანამშრომლობა შემდეგ სფეროებში: ფიზიკური სიდიდის ეტალონები, საკანონმდებლო მეტროლოგია, აკრედიტაცია და ხარისხის მენეჯმენტის სისტემები, ინფორმაცია და სწავლება.
COOMET-ის სამომავლო ამოცანაა მეტროლოგიური ინსტიტუტების, დამაკალიბრებელი და საგამოცდო ლაბორატორიებს აკრედიტაციის სფეროში საქმიანობის განვითარება.