საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულმა სააგენტომჩინეთის დელეგაციას უმასპინძლა
საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულმა სააგენტომჩინეთის დელეგაციას უმასპინძლა

საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულმა სააგენტომჩინეთის დელეგაციას უმასპინძლა

საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულმა სააგენტომ
ჩინეთის დელეგაციას უმასპინძლა


საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულმა სააგენტომ
(GEOSTM) ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ბაზრის რეგულირების სახელმწიფო
ადმინისტრაციის (SAMR) მეტროლოგიის დეპარტამენტის დელეგაციას
უმასპინძლა.


შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს მეტროლოგიის სფეროში მიმდინარე
საქმიანობა და სამომავლო პარტნიორობის განვითარების პერსპექტივები.


ქართულმა და ჩინურმა მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება
საკანონმდებლო, სამეცნიერო და სამრეწველო მეტროლოგიის მიმართულებებით.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს ურთიერთგაგების მემორანდუმის (MoU) პროექტი
და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები.


განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტექნიკური თანამშრომლობის
გაფართოებას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას. მხარეებმა ასევე
იმსჯელეს ლაბორატორიათაშორისი შედარებებების განხორციელებასა და
გაზომვის ახალი შესაძლებლობების განვითარების საკითხებზე.


ვიზიტის ფარგლებში ჩინეთის დელეგაციის წევრებმა სააგენტოს მეტროლოგიის
ინსტიტუტის ლაბორატორიები დაათვალიერეს, გაეცნენ მათ ტექნიკურ
აღჭურვილობას, საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და არსებულ
მეტროლოგიურ შესაძლებლობებს.