საქართველოს სტანდარტები და მეტროლოგია
სტანდარტიზაციის რეგიონთაშორისი ასოციაცია (IRSA)

სტანდარტიზაციის რეგიონთაშორისი ასოციაცია (IRSA)

სტანდარტიზაციის რეგიონთაშორისი ასოციაცია (IRSA)

საქართველო სტანდარტიზაციის რეგიონთაშორისი ასოციაციის (IRSA) სრულუფლებიანი წევრი და თანადამფუძნებელია. ასოციაცია დაფუძნდა 1991 წლის 11 სექტემბერს, ქ. ანკარაში 9–11 სექტემბრის დამფუძნებელი ქვეყნების კონფერენციაზე. ასოციაციის წევრები არიან სტანდარტიზაციის ეროვნული და სამხარეო ორგანოები.

IRSA–ს სამდივნოს ფუნქციებს ითავსებს თურქეთის სტანდარტების ინსტიტუტი (TSE) ქ. ანკარა.

უმაღლეს ორგანოს წარმოადგენს გენერალური ასამბლეა, რომელიც შედგება სტანდარტიზაციის ეროვნული ორგანოების ხელმძღვანელებისაგან. შექმნილია მთავარი სამუშაო ორგანო – ტექნიკური კომიტეტი და მეტროლოგიის, სერტიფიკაციის და აკრედიტაციის კომიტეტები.