⚖️📏 ტრენინგი სასწორების სწორი ექსპლუატაციისა და დაკალიბრების საკითხებზე
📅 2026 წლის 21 მაისს სსიპ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოში გაიმართა ტრენინგი თემაზე „სასწორების სწორი ექსპლუატაცია საგამოცდო და საკალიბრო ლაბორატორიებში, დაკალიბრების ძირითადი პრინციპები და ხარისხის უზრუნველყოფა“.

👨🔬👩🔬 ტრენინგის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია სასწორების სწორი გამოყენების, შენახვის პირობების, შუალედური შემოწმებებისა და დაკალიბრების მნიშვნელობის, მიკვლევადობის უზრუნველყოფისა და ლაბორატორიათშორისი შედარებების შესახებ.

⚖️ ასევე განხილული იქნა სასწორების დაკალიბრების ძირითადი პრინციპები EURAMET/cg-18/v.04-ის შესაბამისად.
🏢 პროგრამა მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს, მათ შორის ვიზიტს მეტროლოგიის ინსტიტუტის მასისა და მასასთან დაკავშირებული სიდიდეების საკალიბრო ლაბორატორიებში.
📄 ტრენინგის დასასრულს მონაწილეებმა იმსჯელეს დაკალიბრების სერტიფიკატების სწორ შევსებასა და მათი შედეგების ინტერპრეტაციაზე.
🤝💡 ღონისძიება ხელს უწყობს ლაბორატორიებში გაზომვების სანდოობის, მიკვლევადობისა და ხარისხის უზრუნველყოფის გაძლიერებას.
