უძრავი ქონების საერთაშორისო კვირეული
უძრავი ქონების საერთაშორისო კვირეული

უძრავი ქონების საერთაშორისო კვირეული

უძრავი ქონების საერთაშორისო კვირეული

26 აპრილს უძრავი ქონების საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, სამშენებლო მასალების ხარისხის ინფრასტრუქტურის შესახებ პანელური დისკუსია გაიმართა. საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოსა (GEOSTM) და აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრის (GAC) წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს პრეზენტაციები სააგენტოს საქმიანობის შესახებ, არსებული მიღწევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

სამშენებლო სექტორის წარმომადგნელებმა მიიღეს ინფორმაცია მათი საქმიანობისთვის საჭირო საკითხებზე და ქონდათ შესაძლებლობა პანელური დისკუსიის ფარგლებში გაეცვალათ ინფორმაცია სამშენებლო მასალების ხარისხის ინფრასტრუქტურის შესახებ.

პანელური დისკუსია გაიმართა გერმანიის მეტროლოგიის ინსტიტუტის (PTB) მხარდაჭერით BMZ-ის მიერ დაფინანსებული პროექტის „ხარისხის სტანდარტები გაზრდილი ვაჭრობისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ ფარგლებში.