სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მონაწილეობა „Caucasus Build 2025“-ში
სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მონაწილეობა „Caucasus Build 2025“-ში

სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მონაწილეობა „Caucasus Build 2025“-ში

🔵სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მონაწილეობა „Caucasus Build 2025“-ში

🔵სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულმა სააგენტომ (GeoSTM) მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სამშენებლო გამოფენაში Caucasus Build 2025, რომელიც 25-27 აპრილს ჩატარდა „ექსპო ჯორჯიაში“ .

🔵გამოფენის ფარგლებში, 26 აპრილს, გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე:

„ხარისხის ინფრასტრუქტურა – საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიცირება სამშენებლო მასალებისათვის: სტანდარტებისა და აკრედიტაციის როლი“.

🔵დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს (GeoSTM) და აკრედიტაციის ცენტრის (GAC) წარმომადგენლებმა.

🔵სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს მიეწოდათ ინფორმაცია სამშენებლო მასალების სერტიფიცირების,სამშენებლო და ხარისხის სტანდარტების დანერგვისა და შესაბამისობის შეფასების სფეროში არსებულ მნიშვნელოვან საკითხებზე.

🔵ღონისძიება ჩატარდა გერმანიის მეტროლოგიის ინსტიტუტის (PTB) მხარდაჭერით, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) მიერ დაფინანსებული პროექტის —

„ხარისხის სტანდარტები გაზრდილი ვაჭრობისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ — ფარგლებში.