ICT სექტორის სტანდარტიზაცაზე ევროპული ინიციატივების შესახებ ცნობიერების ამაღლება
InDiCo-Global-ის მოკლევადიანი პროექტის ფარგლებში, თბილისში მიმდინარე წლის 4, 5 და 6 ნოემბერს დაგეგმილია სამუშაო შეხვედრები (workshop).
InDiCo-Global-ის მთავარი ამოცანაა ხელი შეუწყოს ევროკავშირის ციფრული პოლიტიკისა და სტანდარტების პოპულარიზაციას გლობალური მასშტაბით. კერძოდ, ყურადღება გამახვილებულია პარტნიორი ქვეყნების პოლიტიკისა და სტანდარტიზაციის გარემოს გაგებაზე, ასევე შესაძლებლობების გაძლიერებაზე ციფრული ტექნოლოგიებისა და სტანდარტების კუთხით. პროექტის მიზანია გააღრმავოს ცოდნა და გაზარდოს ინფორმირებულობის დონე ევროკავშირსა და მის საერთაშორისო პარტნიორებს შორის ICT სექტორში მარეგულირებელი ჩარჩოებისა და სტანდარტიზაციის საქმიანობის შესახებ.
სამუშაო შეხვედრების (workshop) პროგრამა ემსახურება ICT სექტორთან დაკავშირებულ საკითხებს. სამუშაო შეხვედრები მოიცავს შემდეგ საკითხებს:
- სტანდარტიზაციის სისტემა ევროკავშირში, პოლიტიკა და კანონმდებლობა, რომლებიც გავლენას ახდენს ICT სექტორში მომუშავე ორგანიზაციებზე; ევროკავშირის ICT სექტორის სტანდარტიზაციის სფეროში; 2026 წლის სამოქმედო გეგმა (EU ICT Rolling Plan 2026), როგორც ICT სექტორში სტანდარტების შემუშავების ჩარჩო.
- ლატვიის ეროვნული სტანდარტების ორგანოს (LVS) გამოცდილების გაზიარება ICT სექტორის სტანდარტიზაციის საქმიანობის განხორციელებაში, მათ შორის თანამშრომლობა სამთავრობო, საჯარო ადმინისტრირებისა და დაკავშირებულ ორგანიზაციებთან, ასოციაციებთან და კერძო კომპანიებთან ლატვიაში; ლატვიელი ექსპერტების ჩართულობა CEN, CENELEC, ETSI-ში მომზადებული ევროპული სტანდარტების პროექტების განხილვაში; ICT სექტორის ეროვნული სტანდარტიზაციის ტექნიკური კომიტეტების შექმნა.
- საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს პერსონალისა და სტანდარტიზაციის ექსპერტების ICT სექტორის ინფორმაციული უსაფრთხოების ტრენინგი, შემდეგი მიზნებით: ICT სექტორის სტანდარტიზაციის ექსპერტი – როლი და საქმიანობა (მიზნად ისახავს ისტ სექტორის პროფესიონალებში ცნობიერების ამაღლებასა და მოტივაციის შექმნას სტანდარტიზაციაში მონაწილეობის მისაღებად); ინფორმაციული უსაფრთხოების მართვა და მასთან დაკავშირებული ევროპული სტანდარტები (ICT სექტორის პროფესიონალებისა და საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს პერსონალისთვის (ტრენერთა ტრენინგი); სტანდარტების მოთხოვნების პრაქტიკული გამოყენება ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის შემუშავებისა და დანერგვისთვის;
- საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს პერსონალის მომზადება. მიდგომები და მეთოდები პროფესიონალთა ტრენინგებისათვის.
პროექტი ხორციელდება ლატვიის სტანდარტების ეროვნული ორგანოს (LVS) მიერ სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით, InDiCo-Global-ს ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის „Horizon Europe“-ის (საგრანტო შეთანხმება No 101136022) ფარგლებში.

