ჩვენ როგორც, წევრები – სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ISO/ისო)
ამბავი ISO-ზე
ორგანიზაციამ დღეს ცნობილი როგორც ISO (ქართულად „ისო“), 1920-იან წლებში დაიწყო საქმიანობა ეროვნული სტანდარტიზაციის ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის სახელწოდებით (ISA). ISA-მ არსებობა შეწყვიტა 1942 წელს მეორე მსოფლიო ომის დროს, თუმცა ომის შემდეგ ISA-მ მიმართა წინადადებით ახლად ჩამოყალიბებულ გაეროს სტანდარტების საკოორდინაციო კომიტეტს (UNSCC), რომ შექმნილიყო ახალი გლობალური სტანდარტების ორგანო.
1946 წელს ლონდონში ISA-ს და UNSCC-ს 65 დელეგატი 25 ქვეყნიდან შეიკრიბა და შეთახმდენ, რომ გაერთიანებული ძალებით შეექმნათ ახალი საერთაშორისო სტანდატიზაციის ორგანიზაცია. ოფიცილაურად ორგანიზაციამ დაიწყო ფუნქციონირება 1947 წელს 67 ტექნიკური კომიტეტით.
ყველაფერი სახელის შესახებ
იმის გამო, რომ სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციას ექნებოდა სხვადასხვა აბრევიატურა სხვადასხვა ენაზე (IOS ინგლისურ ენაზე, OIN ფრანგულ ენაზე (Organisation internationale de normalisation), დამფუძნებლებმა გადაწყვიტეს ორგანიზაციის სახელწოდებისთვის მიეცათ მოკლე ფორმა ISO. ISO ნაწარმოებია ბერძნული სიტყვისგან ISOS, რაც ნიშნავს თანაბარს.
ISO-ს პირველი ოფისი
1949 წელს, ISO ხსნის ოფისს ჟენევის პატარა კერძო სახლში. 1950-იანი წლების დასაწყისში ცენტრალურ სამდივნოს ჰყავდა 5 თანამშრომელი.
ISO-ს პირველი სტანდარტი
1951 წელს გამოქვეყნდა პირველი ISO სტანდარტი (დღესდღეობით ეწოდება რეკომენდაციები) ISO/R 1:1951 სტანდარტული ეტალონური ტემპერატურა ინდუსტრიული სიგრძის გაზომვებისთვის (Standard reference temperature for industrial length measurements). მას შემდეგ ეს სტანდარტი მრავალჯერ განახლდა და დღეს წარმოდგენილია, როგორც ISO 1:2002 გეომეტრიული პროდუქტის სპეციფიკაციები (GPS) – სტანდარტული ეტალონური ტემპერატურა გეომეტრიული პროდუქტის სპეციფიკაციისთვის(Geometrical Product Specifications (GPS) – Standard reference temperature for geometrical product specification).
ISO-ს ჟურნალი
შექმნის დღიდან ISO ყოველთვიურად აქვეყნებს ინფორმაციას ტექნიკური კომიტეტების, გამოქვეყნებული სტანდარტებისა და მის წევრების შესახებ.
ISO გენერალური ასამბლეა
1955 წელს ISO-ს წევრები შეიკრიბნენ სტოკჰოლმში მე-3 გენერალური ასამბლეისთვის. 1955 წლის დასაწყისში, ISO- ს ყავს 35 წევრი და გამოქვეყნებულია 68 სტანდარტი (ე.წ. რეკომენდაციები).
SI – ერთეულების საერთაშორისო სისტემა
1960 წელს, ISO აქვეყნებს სტანდარტს ISO 31 რაოდენობებზე და ერთეულებზე (რაც მას შემდეგ შეიცვალა ISO 80 000 სტანდარტით).
ISO 31 ეფუძნება SI-ს (Système International d’unités). SI ადგენს ერთ ერთეულს თითოეული რაოდენობისთვის, მაგალითად, მეტრი მანძილისთვის და მეორე – დროზე. SI სისტემის მიზანია გაზომვის ერთეულებში მსოფლიო მასშტაბის ერთგვაროვნების მიღწევა.
ISO 80 000 ადგენს ამ ერთეულებს და თუ როგორ გამოვიყენოთ ისინი.
1960-იანი წლები – ISO და განვითარებადი ქვეყნები
1960-იანი წლების განმავლობაში ISO აქტიურად მუშაობდა, რომ უფრო მეტი განვითარებადი ქვეყანა მოეცვა საერთაშორისო სტანდარტიზაციის პროცესში. 1961 წელს შეიქმნა „განვითარებადი ქვეყნების საკითხების კომიტეტი“ (DEVCO), ხოლო 1968 წელს წარდგინება ხდება ორგანიზაციის კორესპონდენტ წევრობის სტატუსის, რაც საშუალებას აძლევს განვითარებად ქვეყნებს ინფორმირებულნი იყვნენ საერთაშორისო სტანდარტიზაციის მუშაობის შესახებ ISO-ს საწევროს სრულად გადახდის გარეშე. ქვეყნების კორესპოდენტ წევრობა დღესდღეობითაც კვლავ რჩება მრავალ ქვეყანაში პოპულარულ ვარიანტად.
სატვირთო კონტეინერები
1968 წელს, ISO აქვეყნებს პირველ სტანდარტს სატვირთო კონტეინერებზე. ტვირთის გადაზიდვა და შეფუთვა არის ის ერთ-ერთი სფერო, სადაც ISO განსაკუთრებით აქტიურია, ცვლის რა ტვირთის გადაადგილების გზას მთელს მსოფლიოში.
ტექნიკური ნაციონალიზმის დასასრული
1969 წელს ოლე სტურენი (Olle Sturen) გახდა ISO-ის გენერალური მდივანი. ერთ–ერთ პირველ გამოსვლაში მან განაცხადა, რომ საერთაშორისო სტანდარტიზაცია არის „ტექნიკური ნაციონალიზმის“ დასასრული. ,,პოლიტიკური ნაციონალიზმი, ალბათ, იმარჯვებს მანამ, სანამ ჩვენ ვიცხოვრებთ. ეკონომიკური ნაციონალიზმი გაქრება და ტექნიკური ნაციონალიზმი უკვე გაქრა!’’
გარემოს საკითხი დადგა დღის წესრიგში
1971 წელს, ISO-მ შექმნა თავის პირველი ორი ტექნიკურ კომიტეტი გარემოს სფეროში: ჰაერისა და წყლის ხარისხზე. დღეს ამ კომიტეტებს შეუერთდნენ გარემოსდაცვითი ექსპერტების სხვა ჯგუფები, რომლებიც ყურადღებას ამახვილებენ ბევრ მათ შორის ნიადაგის ხარისხზე, გარემოსდაცვითი მენეჯმენტისა და განახლებადი ენერგიის საკითხებზე.
საერთაშორისო აქცენტი
1970-იანი წლების განმავლობაში, ISO–ს გენერალური მდივანი ოლე სტურენი (Olle Sturen) ყურადღებას ამახვილებს ISO–ს ჭეშმარიტ საერთაშორისო ორგანიზაციად გადაქცევაზე. მიუხედავად იმისა, რომ ISO-ს წევრები მთელი მსოფლიოდან იყვნენ წარმოდგენილნი, 1970-იანი წლების დასაწყისში შედარებით მცირე ნაწილი იყო აქტიურად ჩართული საერთაშორისო სტანდარტების განვითარებაში. სტურენის ვიზიტების შედეგად გააქტიურდნენ შემდეგი წევრები- ავსტრალია, იაპონია და ჩინეთი. ცენტრალური სამდივნო ასევე ასახავდა ამ საერთაშორისო ატმოსფეროს, რომელშიც 25 ეროვნება იყო წარმოდგენილი.
ISO 9000 ჯგუფის სტანდარტები
1987 წელს ISO-მ გამოაქვეყნა ხარისხის მენეჯმენტის პირველი სტანდარტი. რის შემდეგაც ISO 9000-ის ჯგუფის სტანდარტები გახდა ყველაზე ცნობადი და გაყიდვადი მთელ მსოფლიოში.
ISO გახდა ციფრული
1995 წელს, ISO-ს ვებსაიტმა დაიწყო ფუნქციონირება. ხუთი წლის შემდეგ, 2000 წელს, ISO-მ დაიწყო თავისი სტანდარტების გაყიდვა ვებ-გვერდის მეშვეობით.
ISO 14001 სტანდარტი
1996 წელს, ISO შექმნა გარემოსდაცვითი მენეჯმენტის სისტემის სტანდარტი ISO 14001. სტანდარტი ეხმარება კომპანიებსა და ორგანიზაციებს დაადგინონ და გააკონტროლონ თავიანთი ზემოქმედება გარემოზე.
ახალი ხელმძღვანელობა – ახალი ტექნოლოგიები
2003 წელს ალან ბრაიდენი (Alan Bryden) დაინიშნა გენერალურ მდივნად. მისი 5 წლიანი მართველობის პერიოდში, ISO აფართოებს მუშაობას ახალი ტექნოლოგიების დასაფარად, როგორიცაა ნანოტექნოლოგია და ბიოსაწვავი. ბრაიდენი (Bryden) ასევე აქტიურად უჭერდა მხარს ISO-ს მუშაობას სოციალურ პასუხისმგებლობაზე, შედეგად 2010 წელს გამოიცა სტანდარტი ISO 26000.
ინფრომაციის უსაფრთხოება
2005 წელს, ISO-ს და IEC-ს ერთობლივმა ტექნიკურმა კომიტეტმა JTC1-მა შეიმუშავა ISO/IEC 27001, ინფორმაციის უსაფრთხოების მენეჯმენტის სტანდარტი. რადგან ბიზნესი უფრო და უფრო ეყრდნობა ინფორმაციულ ტექნოლოგიას, სისტემის უზრუნველყოფა და რისკების შემცირება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა მათ საქმიანობაში. ISO 27001: 2005 გახდა ISO-ს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სტანდარტი.
ISO, ITU და IEC მოხვდა წითელ ხალიჩაზე
ISO დაჯილდოვდა Emmy-ით (Emmy- სატელევიზიო ინდუსტრიაში მიღწევების ჯილდო) ვიდეოს კოდირების სტანდარტის ერთობლივად შემუშავებისთვის. სტანდარტი უზრუნველყოფს ხმის და მოძრავი სურათების მკვეთრ კომპრესირებას, რის შედეგად ინტერნეტის ნაკადის შემცირება ხდება ხარისხის მინიმალური დაკარგვით.
ISO-ს გენერალური მდივანი რობ სტილი (Rob Steel)
მისი ხელმძღვანელობით ორგანიზაცია იღებს უფრო მარტივ, სწრაფ და უკეთეს მენტალიტეტს, რაც ამცირებს სტანდარტების შემუშავების დროს და ხელს უწყობს სტანადრტების როლის დამკვიდრებას სწრაფად ცვლად სამყაროში.
ISO 26000
2010 წელს ამოქმედდა ISO 26000, პირველი საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც შეიცავს სახელმძღვანელო პრინციპებს სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ. მას შემდეგ, რაც სოციალური პასუხისმგებლობა ბიზნესის ყოველდღიურ ნაწილად იქცა, ISO 26000 გახდა გლობალური ორიენტირი იმ ორგანიზაციებითვის, რომლებიც ზრუნავენ საზოგადოებაზე.
ენერგო მენეჯმენტის სტანდარტი ISO 50001
ISO 50001 სტანდარტი საჯარო და კერძო სექტორის ორგანიზაციებს აწვდის მენეჯმენტის სტრატეგიას, რომ მათ გაზარდონ ენერგო უსაფრთხოება, შეამცირონ ხარჯები და გააუმჯობესონ ენერგო წარმოება.
კევინ მაკკინლი (Kevin McKinley) გენერალური მდივნის მოვალეობის შემსრულებელი
კევინის (Kevin) მართველობის დროს ISO-მ გაიარა ევოლუციის მნიშვნელოვანი ეტაპი, მოიცვა რა უახლესი საგამომცემლო ტექნოლოგია, ყურადღება გაამახვილა წევრთა ღირებულებაზე და გრძელვადიან ხედვაზე ,,ISO-ს სტანდარტები, რომელიც ყველგან გამოიყენება”.
ISO აქვეყნებს მძლავრ ახალ ინსტრუმენტს ქრთამის წინააღმდეგ საბრძოლველად
ISO 37001 არის პირველი საერთაშორისო ქრთამის წინააღმდეგ საბრძოლველად მიმართული მენეჯმენტის სისტემა, რომლის მიზანია ორგანიზაციებს დაეხმაროს რისკებთან ბრძოლაში საკუთარი ოპერაციების ჩატარების დროს და აგრეთვე გლობალური ღირებულებების ქსელთან ბრძოლაში ქრთამის აღების წინააღმდეგ. მას აქვს პოტენციალი შეამციროს კორპორატიული რისკი და მოსყიდვასთან დაკავშირებული ხარჯები, მოსყიდვის თავიდან აცილების, გამოვლენისა და ქრთამის აღების წინააღმდეგ ბრძოლაში.
ISO აქვეყნებს შრომის დაცვისა და ტექნიკის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტს
ISO 45001: 2018 “სამუშაო გარემოს ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემები-სახელმძღვანელო მოთხოვნები გამოყენებისათვის” ახალი საერთაშორისო სტანდარტია, რომელიც შექმნილია ყველა ტიპის ორგანიზაციის დასახმარებლად, შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტში.
ISO დღეს
- 23, 165 გამოქვეყნებული საერთაშორისო სტანდარტი მოიცავს ტექნოლოგიისა და წარმოების პრაქტიკულად ყველა ასპექტს.
- 164 წევრი წარმოადგენს ISO-ს თავიანთ ქვეყანაში.
- 784 ტექნიკური კომიტეტი და ქვეკომიტეტი ეწევა სტანდარტების შემუშავებას.
ISO არ ახორციელებს სერტიფიცირებას
ISO ქმნის საერთაშორისო სტანდარტებს, მაგრამ ISO არ არის ჩართული სერტიფიცირების საკითხში და არ გასცეს სერთიფიკატებს. თუმცა ISO-ს კომიტეტმა “შესაბამისობის შეფასების შესახებ (CASCO)” მოამზადა რიგი სტანდარტები, რომლებიც დაკავშირებულია სერტიფიკაციის პროცესთან და გამოიყენება სერტიფიკაციის ორგანოების მიერ.
გამოსახულება თქვენს სერტიფიკატზე
გახსოვდეთ ISO-ს სტანდარტით სერტიფიცირების დროს:
- არ მიუთითო ,,ISO-ს მიერ სერტიფიცირებული“ ან ,,ISO-ს სერტიფიკაცია“;
- მიუთითე ,,ISO 9001:2015 სერტიფიცირებული“ ან ,,ISO 9001:2015 სერტიფიკაცია“.
ISO და საქართველო
2006 წლის 1 ივლისიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სსიპ-საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო (GeoSTM) საქართველოს წარმოადგენს ISO-ში, წევრ-კორესპონდენტის სტატუსით.
საქართველო ყველა იმ პრიორიტეტით სარგებლობს, რომელიც ქვეყნებს ISO-ს წევრ-კორესპონდენტის სტატუსით ენიჭებათ, აქვს პირდაპირი წვდომა ამ ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ყველა სტანდარტზე.
სააგენტო დამკვირვებლის სტატუსით გაწევრიანებულია ISO–ს შემდეგ კომიტეტებში:
- CASCO (შესაბამისობის შეფასების კომიტეტი);
- DEVCO(განვითარებადი ქვეყნების საკითხების კომიტეტი).
საქართველო მონაწილეობს შემდეგ ISO-ს კომიტეტებში:
- ISO / TC 34 – საკვები პროდუქტები;
- ISO / TC 147-წყლის ხარისხი;
- ISO / TC 176- ხარისხის მენეჯმენტი და ხარისხის უზრუნველყოფა;
- ISO / TC 228- ტურიზმისა და მასთან დაკავშირებული მომსახურეობები;
- ISO / TC 301- ენერგომენეჯმენტი და ენერგიის დაზოგვა.
ყველა სტანდარტი ერთ სივრცეში SST.GeoSTM.GOV.GE
საქართველოში ისო-ს სტანდარტებზე ხელმისაწვდომობის ზრდისათვის სააგენტო პერიოდულად ახდენს საერთაშორისო სტანდარტების რეგისტრაციას საქართველოს სტანდარტად, ასევე აქტუალური სტანდარტების ქართულ ენაზე თარგმნას და სტანდარტიზაციის ეროვნული კომიტეტების ჩართულობით მიღებას.
ყველა სტანდარტი ხელმისაწვდომია სააგენტოს საქართველოს სტანდარტების ელექტრონული პლატფორმის SST.GeoSTM.GOV.GE მეშვეობით.