საქართველოს სტანდარტები და მეტროლოგია
სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტი (CEN), ელექტროტექნიკური სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტი (CENELEC)

სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტი (CEN), ელექტროტექნიკური სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტი (CENELEC)

CEN- CENELEC შესახებ

ყველა პროდუქტი და მომსახურება, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში ვყიდულობთ და ვიყენებთ, უნდა აკმაყოფილებდეს უსაფრთხოებისა და ხარისხის გარკვეულ სტანდარტებს. ევროპაში ეს სტანდარტები შემუშავებულია და  ოფიციალურად გამოქვეყნებულია  სტანდარტიზაციის შემდეგი სამი ორგანიზაციის მიერ: სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტი (CEN), ელექტროტექნიკური სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტი (CENELEC) და სატელეკომუნიკაციო სტანდარტების ევროპული ინსტიტუტი (ETSI).

სტანდარტები ვრცელდება ევროპის ერთიანი ბაზრის მასშტაბით, CEN  და CENELEC  უზრუნველყოფენ მომხმარებელთა დაცვას, ხელს უწყობენ ვაჭრობას, უზრუნველყოფენ შესაბამისობის  პროცედურების წარმართვას, ინოვაციებისა და ტექნოლოგიური განვითარების წახალისებას, მოიცავს გარემოს დაცვას და ბიზნესს აძლევს მდგრადი განვითარების საშუალებას.

CEN და CENELEC  აერთიანებს 34 ქვეყნის სტანდარტების ეროვნულ ორგანოს. ხოლო, სტანდარტის შემუშავების პროცესში უშუალოდ მონაწილეობს სხვა დარგების 60,000-ზე მეტი ტექნიკური ექსპერტი.

CEN და CENELEC უზრუნველყოფენ პლატფორმას ევროპული სტანდარტებისა (EN) და სხვა ტექნიკური მახასიათებლების შემუშავებისთვის ფართო სპექტრში. ასევე, მჭიდროდ თანამშრომლობენ ევროკომისიასთან.

CEN და CENELEC ასევე თანამშრომლობენ სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (ISO) და საერთაშორისო ელექტროტექნიკური კომისიასთან (IEC), რათა შეთანხმდნენ საერთო სტანდარტებზე, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას მთელ მსოფლიოში საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობისათვის.

ევროპული სტანდარტიზაცია

ევროპული სტანდარტიზაციის მიზანია შეთანხმების მიღწევა საერთო სპეციფიკაციებზე ან/და პროცედურებზე, რომლებიც პასუხობენ ბიზნესის საჭიროებებს და აკმაყოფილებენ მომხმარებელთა მოლოდინებს.

სტანდარტები  ეკონომიკის ნაწილია, რომელიც ემყარება ევროპულ ინდუსტრიასა და საზოგადოებას რაც ხელს უწყობენ ინოვაციას და ახალი ტექნოლოგიების მიღებას.

ევროპული სტანდარტიზაცია არის ძირითადი ინსტრუმენტი ერთიანი ბაზრის კონსოლიდაციისა და ევროპული კომპანიების კონკურენტუნარიანობის გასაძლიერებლად, რითაც იქმნება პირობები ეკონომიკური ზრდისთვის.

CEN და CENELEC ოფიციალურად აღიარებულნი არიან ევროპული სტანდარტიზაციის ორგანიზაციებად ETSI-სთან ერთად ევროკავშირისა და თავისუფალი ვაჭრობის ევროპული ასოციაციის მიერ, როგორც პასუხისმგებელი ევროპული დონეზე ნებაყოფლობითი სტანდარტების შემუშავებაზე.

CEN, CENELEC და მათი ეროვნული წევრები და კომიტეტები ერთობლივად მუშაობენ იმისთვის, რომ შეიმუშაონ და განსაზღვრონ ისეთი სტანდარტები, რომლებსაც საჭიროდ მიიჩნევენ ბაზრის მონაწილეები და/ან ხელი ეწყობა ევროპული კანონმდებლობის განხორციელებას.

ევროპული სტანდარტების უმრავლესობა ინიცირებულია ბიზნესის მიერ და იქმნება სხვა დაინტერესებულ მხარეებთან პარტნიორობით. სტანდარტების დაახლოებით 30% ინიცირებული ევროკომისიის მიერ ევროკავშირის კანონმდებლობის ფარგლებში.

ევროპული სტანდარტიზაციის სისტემა მსოფლიოში უნიკალურია. ევროპული სტანდარტის გამოქვეყნების შემდეგ, თითოეული ქვეყნის ეროვნული სტანდარტის ორგანო ან კომიტეტი ვალდებულია გააუქმოს ნებისმიერი ეროვნული სტანდარტი, რომელიც ეწინააღმდეგება ახალ ევროპულ სტანდარტს. აქედან გამომდინარე, ერთი ევროპული სტანდარტი ხდება ეროვნული სტანდარტი CEN ან/და CENELEC ყველა 34 წევრ ქვეყანაში.

CEN-CENELEC პარტნიორობა ევროკომისიასა და EFTA- სთან

ევროპული სტანდარტების ორგანიზაციები (CEN, CENELEC და ETSI) წარმატებით თანამშრომლობენ ევროკომისიასა და თავისუფალი ვაჭრობის ევროპულ ასოციაციასთან. ამ ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული სტანდარტებით შესაძლებელი ხდება ევროპული კანონმდებლობის მოთხოვნების ეფექტურად დანერგვა.

თანამშრომლობა

თანამშრომლობა სტანდარტების ევროპულ ორგანიზაციებს, ევროკომისიასა და თავისუფალი ვაჭრობის ევროპულ ასოციაციას შორის უზრუნველყოფს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ელემენტს, რომელიც აუცილებელია ევროპის ერთიანი ბაზრის შესაქმნელად. თანამშრომლობა გამყარდა 2003 წელს ,,თანამშრომლობის ზოგადი სახელმძღვანელოს  ხელმოწერით CEN, CENELEC და ETSI და ევროკომისიასა და თავისუფალი ვაჭრობის ევროპული ასოციაციის  შორის’’.  ეს სახელმძღვანელო მითითებები იძლევა თანამშრომლობის პოლიტიკურ ჩარჩოებს, რომლის მიხედვით სტანდარტების ორგანო ვალდებულია  დაეხმაროს ევროკომისია და EFTA-ს.

CEN-სა და CENELEC-ს ერთმანეთთან დაახლოება მოხდა 2010 წლის დასაწყისში CEN-CENELEC მართვის ცენტრის (CCMC) შექმნით.

საქართველო და CEN-CENELEC

2008  წლიდან CEN-ში და 2010 წლიდან CENELEC-ში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სსიპ-საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო (GeoSTM) საქართველოს წარმოადგენდა  აფილირებული  წევრის სტატუსს, 2017 წლიდან კი წარმოდგენილია კომპანიონი წევრის სტატუსით.

CEN-CENELEC-ში წევრობის შედეგად საქართველოში ყველა დაინტერესებული პირისათვის ხელმისაწვდომი ხდება ევროპული სტანდარტები და ამ ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული სხვა დოკუმენტები.

სტანდარტების ევროპული ორგანიზაციების წევრობა ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების, DC FTA ნაწილით განსაზღვრული ევროპულ დირექტივებთან/რეგულაციებთან დაახლოების პროცესში.

ყველა სტანდარტი ერთ სივრცეში- SST.GeoSTM.GOV.GE

საქართველოში CEN-CENELEC-ის სტანდარტებზე ხელმისაწვდომობის ზრდისათვის სააგენტო ახდენს CEN-CENELEC-ის სტანდარტების რეგისტრაციას, ხოლო აქტუალური სტანდარტების ქართულ ენაზე თარგმნას და სტანდარტიზაციის ეროვნული კომიტეტების ჩართულობით მიღებას საქართველოს სტანდარტად.

ყველა სტანდარტი ხელმისაწვდომია სააგენტოს საქართველოს სტანდარტების ელექტრონული პლატფორმის sst.geostm.gov.ge გამოყენებით.