ჩვენ, როგორც წევრები –საერთაშორისო ელექტროტექნიკური კომისია (IEC/იეკ)
შექმნის ისტორია
საერთაშორისო ელექტროტექნიკური კომისია (IEC/იეკ) ოფიციალურად დაარსდა 1906 წლის ივნისში, ლონდონში (ინგლისში).
1914 წლისთვის IEC–მა ჩამოაყალიბა ოთხი ტექნიკური კომიტეტი, რომლებსაც უნდა ემუშავათ ნომენკლატურის, სიმბოლოების, ელექტრო მანქანების შეფასებისა და მთავარი ძრავების საკითხებზე. კომისიამ ასევე გამოაქვეყნა ტერმინებისა და განმარტებების პირველი სია, რომლებიც მოიცავდა ელექტრომოწყობილობებს და აპარატებს, საერთაშორისო ასოების სიმბოლოს ჩამონათვალ რაოდენობებს და ნიშნებს ერთეულების განსაზღვრისთვის, სპილენძის წინააღმდეგობის საერთაშორისო სტანდარტებს, ჰიდრავლიკურ ტურბინებთან დაკავშირებული განმარტებების ჩამონათვალს და რიგ განმარტებებს და რეკომენდაციებს, რომლებიც ეხებოდა მბრუნავ მანქანებსა და ტრანსფორმატორებს.
1938 წელს IEC–მა გამოსცა საერთაშორისო ელექტროტექნიკური ლექსიკონი (IEV), რომელიც ამჟამად ცნობილია, როგორც ელექტროპედია (Electropedia) და თავისუფლად ხელმისაწვდომია ფართო საზოგადოებისთვის (http://www.electropedia.org/).
1948 წელს IEC– ის ცენტრალური ოფისი ლონდონიდან გადავიდა შვეიცარიიაში, კერძოდ ჟენევაში.
მნიშვნელოვანი როლი
მილიონობით მოწყობილობა, რომლებიც მოიცავს ელექტრონიკას ან აწარმოებს ელექტროენერგიას, ეყრდნობა IEC-ის სტანდარტებს და შესაბამისობის შეფასების სისტემებს.
IEC უზრუნველყოფს პლატფორმას კომპანიების, ინდუსტრიებისა და მთავრობისთვის საერთაშორისო სტანდარტის შემუშავებისათვის, რომელიც სრულადაა დაფუძნებული კონსენსუსზე და ასახავს ყველა ქვეყნის ინტერესს.
IEC-ის სტანდარტიზაციის მუშაობაში მონაწილეობს ინდუსტრიის, კომერციის, სამთავრობო, სატესტო და კვლევითი ლაბორატორიების, აკადემიისა და მომხმარებელთა ჯგუფების დაახლოებით 20,000 ექსპერტი.
გლობალური თანამშრომლობა
IEC არის ერთ-ერთია სამი გლობალური მონათესავე ორგანიზაციიდან (IEC, ISO, ITU), რომლებიც შეიმუშავებენ საერთაშორისო სტანდარტებს მსოფლიოსთვის.
საჭიროების შემთხვევაში, IEC თანამშრომლობს ISO-სთან (სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან) და ITU-სთან (საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირი) იმის უზრუნველსაყოფად, რომ საერთაშორისო სტანდარტები შეესაბამებოდეს და ავსებდნენ ერთმანეთს.
IEC და საქართველო
2010 წლის 19 თებერვლიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სსიპ–საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო (GeoSTM) საქართველოს წარმოადგენს IEC–ში, ასოცირებული წევრის სტატუსით.
IEC–ში გაწევრიანებით საქართველოში გაიზრდება ელექტროტექნიკურ სფეროში სტანდარტების ხელმისაწვდომობა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ენერგეტიკის სექტორის განვითარებისათვის.
საქართველო მონაწილეობს IEC-ის შემდეგ ტექნიკურ კომიტეტებში (ტკ):
- ტკ 17 მაღალი ძაბვის გამანაწილებელი მოწყობილობა;
- ტკ 42 მაღალი ძაბვისა და მაღალი სიზუსტის ტექნიკის გამოცდა;
- ტკ 44 მანქანა-დანადგარების უსაფრთხოება – ელექტროტექნიკური ასპექტები;
- ტკ 77 ელექტრომაგნიტური თავსებადობა.
ყველა სტანდარტი ერთ სივრცეში- SST.GeoSTM.GOV.GE
საქართველოში IEC-ის სტანდარტებზე ხელმისაწვდომობის ზრდისათვის სააგენტო ახდენს IEC -ის სტანდარტების რეგისტრაციას, ხოლო აქტუალური სტანდარტების ქართულ ენაზე თარგმნას და სტანდარტიზაციის ეროვნული კომიტეტების ჩართულობით მიღებას საქართველოს სტანდარტად.
ყველა სტანდარტი ხელმისაწვდომია სააგენტოს საქართველოს სტანდარტების ელექტრონული პლატფორმის sst.geostm.gov.ge გამოყენებით.