წონისა და ზომის საერთაშორისო ბიურო (BIPM)
საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო (GEOSTM) 2008 წლის 1 იანვრიდან წონისა და ზომის საერთაშორისო ბიუროს (BIPM) წონისა და გაზომვათა გენერალური კონფერენციის (CGPM) ასოცირებული წევრია. სააგენტო 2008 წლის 17 ივნისიდან შეუერთდა წონისა და გაზომვათა საერთაშორისო კომიტეტის ეროვნული მეტროლოგიის ინსტიტუტების (CIPM MRA) მიერ გაცემული გაზომვათა ეროვნული სტანდარტების, დაკალიბრებისა და გაზომვების სერტიფიკატების ცნობის შესახებ შეთანხმებას.