საქართველოს სტანდარტები და მეტროლოგია
სამართლებრივი მეტროლოგიის საერთაშორისო ორგანიზაციის OIML

სამართლებრივი მეტროლოგიის საერთაშორისო ორგანიზაციის OIML

სამართლებრივი მეტროლოგიის საერთაშორისო ორგანიზაციის OIML

საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო 2011 წ. აგვისტოში გახდა სამართლებრივი (საკანონმდებლო) მეტროლოგიის საერთაშორისო ორგანიზაციის OIML წევრ-კორესპონდენტი.

სააგენტოს გაწევრიანება OIML-ში განხორციელდა საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებული და დამტკიცებული სტრატეგიის „სტანდარტიზაციის, აკრედიტაციის, შესაბამისობის შეფასების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის სფეროში“ და „საკანონმდებლო რეფორმის და ტექნიკური რეგლამენტების მიღების“ პროგრამის შესაბამისად.

სამართლებრივი (საკანონმდებლო) მეტროლოგიის საერთაშორისო ორგანიზაცია შეიქმნა მთავრობათაშორისი შეთანხმების საფუძველზე 1955 წელს და მისი მიზანია საერთაშორისო დონეზე სამართლებრივი (საკანონმდებლო) მეტროლოგიის სფეროში პროცედურებისა და წესების ჰარონიზაცია.

OIML-ში გაწევრიანებით ხელმისაწვდომი გახდება აღნიშნული ორგანიზაციის მიერ შემუშავებული სახელმძღვანელო დოკუმენტები, რეკომენდაციები, პროცედურები და ა.შ.