მეტროლოგია
მეტროლოგია არის მეცნიერება გაზომვებისა და მათი გამოყენების შესახებ. საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო (GEOSTM) წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც ახორციელებს საქმიანობას სტანდარტების და მეტროლოგიის სფეროში.
მეტროლოგიის სფეროში სააგენტოს მეტროლოგიის ინსტიტუტი პასუხისმგებელია ეროვნული ეტალონების განვითარებაზე, შენახვაზე, მოვლაზე, საერთაშორისო შედარებებში მონაწილეობაზე.

მეტროლოგია მოიცავს საქმიანობის სამ ძირითად მიმართულებას:საერთაშორისოდ აღიარებული გაზომვის ერთეულების განსაზღვრა, (მაგ: მეტრი, კილოგრამი).
გაზომვის ერთეულების აღწარმოება მეცნიერული მეთოდებით, ეტალონების შექმნა, განვითარება, მოვლა (მაგ. მეტრის აღწარმოება ლაზერის, მეშვეობით).
მიკვლევადობის ჯაჭვების ჩამოყალიბება, გაზომვის მნიშვნელობისა და სიზუსტის განსაზღვრით და დოკუმენტირებით (რათა კილოგრამი ერთ ქვეყანაში იმავეს იწონიდეს რასაც მეორე ქვეყანაში).

მეტროლოგიის კატეგორიები
მეტროლოგია იყოფა სამ კატეგორიად სირთულისა და სიზუსტის სხვადასხვა დონის მიხედვით:
სამეცნიერო (ფუნდამენტური) მეტროლოგია უკავშირდება გაზომვის პირველადი ეტალონების შექმნასა და განვითარებას, მათ მოვლას შედარებების უზრუნველყოფას და ა.შ. ის ძირითადად გამოხატავს უმაღლესი დონის სიზუსტეს მოცემულ სფეროში.
სამრეწველო მეტროლოგია უზრუნველყოფს იმ გაზომვის საშუალებების სათანადო, ფუნქციონირებას, რომლებიც გამოიყენება მრეწველობაში, წარმოებასა და საგამოცდო პროცესებში.
საკანონმდებლო მეტროლოგია უკავშირდება მაგალითად კომერციულ გარიგებებში, საგადასახადო მიზნებისათვის გამოყენებული გაზომვის საშუალებების დამოწმებას ტექნიკური რეგლამენტებით დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად.

გაზომვის ერთეულის ეტალონი
გაზომვის საშუალება, რომელიც განკუთვნილია ფიზიკური სიდიდის ერთეულის ზომის აღწარმოებისათვის, შენახვისა და გადაცემისათვის;

დაკალიბრება
განსაზღვრულ პირობებში შესრულებული პროცედურა, რომელიც პირველ ეტაპზე ადგენს დამოკიდებულებას გაზომვის ერთეულის ეტალონით (გაზომვის სტანდარტით) უზრუნველყოფს სიდიდის მნიშვნელობას (გაზომვის განუსაზღვრელობით) და შესაბამის ჩვენებას (მათთან დაკავშირებულ გაზომვის განუსაზღვრელობით) მეორე ეტაპზე ამ ინფორმაციას იყენებს დასაკვირვებელი გაზომვის შედეგის, გაზომვის ერთეულის ეტალონების (გაზომვის სტანდარტის) ჩვენებებთან დამოკიდებულების დასადგენად. დაკალიბრება განეკუთვნება სამრეწველო (ან სამეცნიერო მეტროლოგიას) - ნებაყოფლობითი სფერო.

დამოწმება
დამოწმება – პროცედურა, რომელიც მოიცავს გაზომვის საშუალების გარეგან დათვალიერებას, დამოწმების ნიშნის დატანას ან/და დამოწმების მოწმობის გაცემას, რომელიც ადასტურებს, რომ გაზომვის საშუალება შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს. დამოწმება განეკუთვნება საკანონმდებლო მეტროლოგიას - რეგულირებული სფერო.

მეტროლოგიის ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეულებია:
გეომეტრიული გაზომვების ეტალონური განყოფილება
ელექტრული გაზომვების ეტალონური განყოფილება
მასისა და მასასთან დაკავშირებული სიდიდეების ეტალონური განყოფილება
მექანიკური გაზომვების ეტალონური განყოფილება
რადიაციული მეტროლოგიის ეტალონური განყოფილება
რადიოფიზიკის, ოპტიკისა და აკუსტის ეტალონური განყოფილება
ფიზიკურ-ქიმიური გაზომვების ეტალონური განყოფილება
გაზომვის საშუალებების რეესტრისა და ლეგალიზაციის სამსახური

სააგენტოს მეტროლოგიის ინსტიტუტის მომსახურების საფეხურები:
I – პირის წერილობითი მიმართვა სააგენტოსთვის, მეტროლოგიის სფეროში მომსახურების გაწევის თაობაზე (დაკალიბრება, დამოწმება, ტიპის დამტკიცება/აღიარება, პირველადი დამოწმების შედეგების აღიარება, საექსპერტო/ოფიციალური გაზომვების ჩატარება, კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მომსახურება).
II – სააგენტოს მიერ განაცხადში მითითებული მომსახურების შესრულების შესაძლებლობის (ტექნიკური, ადმინისტრაციული და სხვა) ანალიზი.
III – დაინტერესებულ პირთან მომსახურების დეტალების შეთანხმება, სააგენტოსა და დაინტერესებულ პირს შორის შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება.

მომსახურების საფასურები


სტანდარტი
კონსენსუსის საფუძველზე შემუშავებული და სტანდარტების ორგანოს მიერ რეგისტრირებული დოკუმენტი, რომელიც საყოველთაო და მრავალჯერადი გამოყენებისათვის ადგენს წესებს, ზოგად პრინციპებს ან მახასიათებლებს სხვადასხვა საქმიანობისათვის/ მოქმედებისათვის ან მისი შედეგებისათვის გარკვეულ სფეროში ოპტიმიზაციის მიზნით;საქართველოში სტანდარტების შემუშავებას, რეგისტრაციას და ამ სტანდარტების გავრცელებას ახორციელებს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სსიპ) საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო.

საქართველოში მოქმედი სტანდარტების სახეებია:
საქართველოს სტანდარტი - საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ რეგისტრირებული სტანდარტი, რომელიც შეიძლება მიღებულ იქნას, როგორც საერთაშორისო ან რეგიონალური სტანდარტის საფუძველზე,ისე შესაბამისი ტექნიკური კომიტეტის მიერ;

საერთაშორისო/რეგიონალური ორგანიზაციის სტანდარტი - სტანდარტიზაციის საერთაშორისო/რეგიონალური ორგანიზაციის (ISO, IEC/CEN, CENELEC) მიერ მიღებული სტანდარტი, რომელიც შესაძლებელია საქართველოში მიღებულ იქნას საქართველოს სტანდარტად. სახელმწიფოთაშორისო სტანდარტი(გოსტ) -რომელიც საქართველოში გამოიყენება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თნამეგობრობის ქვეყნების მთავრობათა მეთაურების 1998 წლის 13 მარტის შეთანხმების „სტანდარტიზაციის, სერტიფიკაციის და მეტროლოგიის სფეროში შეთანხმებული პოლიტიკის გატარების შესახებ“ საფუძველზე. საწარმოს შიდა სტანდარტი - პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის შესაბამისად საწარმოს შიდა სტანდარტებს შეიმუშავებს, ამტკიცებს და აღრიცხავს თვით საწარმო, ასეთი სტანდარტი სახელმწიფო ორგანოში რეგისტრაცვიას არ საჭიროებს. საწარმო პასუხისმგებელია მის მიერ შემუშავებული საწარმოს შიდა სტანდარტის შესაბამისობაზე საქართველოს კანონმდებლობასთან.

საქმიანობა სტანდარტიზაციის სფეროში:
საქართველოს სტანდარტის შემუშავება ან/და რეგისტრაცია - დაინტერესებული პირის მიმართვის საფუძველზე სტანდარტის შემუშავება ხდება შესაბამისი ტექნიკური კომიტეტის საშუალებით და მისი რეგისტრაცია საქართველოს სტანდარტების რეესტრში. სააგენტოს შესაბამისი კომიტეტი საქართველოს სტანდარტს არ შეიმუშავებს იმ სფეროში სადაც:

ა) უკვე არსებობს შესაბამისი საერთაშორისო/რეგიონალური სტანდარტი;

ბ) იმ სფეროში, სადაც არ არის ფართო მოთხოვნა სტანდარტზე.საქართველოს სტანდარტად მიღებული საერთაშორისო და რეგიონალური ორგანიზაციების სტანდარტების რეგისტრაცია ან/და გავრცელება - სტანდარტიზაციის იმ საერთაშორისო/ რეგიონალური ორგანიზაციების მიერ მიღებული სტანდარტების რეგისტრაცია და გავრცელება საქართველოს ტერიტორიაზე, რომლის წევრიც არის სააგენტო(ISO, IEC/CEN,/CENELEC- ის სტანდარტები ).

სტანდარტების დეპარტამენტის მომსახურების საფეხურები, საქმიანობების მიხედვით:

საერთაშორისო სტანდარტების რეგისტრაცია საქართველოს სტანდარტად, გარეკანის თარგმნის მეთოდით:

I - პირის წერილობითი მიმართვა სააგენტოსთვის, სტანდარტის მიწოდების თაობაზე

II -სააგენტოს მიერ შესაბამისი სტანდარტის მოძიება და რეგისტრაცია.

საქართველოს სტანდარტის შემუშავება და რეგისტრაცია:

I - პირის წერილობითი მიმართვა სააგენტოსთვის, საქართველოს სტანდარტის შემუშავებასა და რეგისტრაციაზე;

II - ინფორმაციის შემოწმება, არსებობს თუ არა საერთაშორისო ან რეგიონალური სტანდარტი, თუ ასეთი სტანდარტი არსებობსპროცედურა წყდება და პირს ეცნობება, რომ მას შეუძლია გამოიყენოს საერთაშორისო ან ევროპული სტანდარტი;

III - საქართველოს სტანდარტის პროექტის შესაბამისი კომიტეტისათვის გადაცემაზე საკითხის შეთანხმება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის;

IV - საქართველოს სტანდარტის პროექტის ტექნიკურ კომიტეტზე გატანა და შემუშავების პროცედურების დაწყება;

V- სტანდარტის მიღება შესაბამისი კომიტეტის მიერ;

VI -სტანდარტის საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ მიღების თაობაზე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების მიღება;

VII - რეგისტრაცია, სტანდარტების რეესტრში სტანდარტების რეგისტრაციის ნომრის მინიჭება.

საერთაშორისო სტანდარტების რეგისტრაცია საქართველოს სტანდარტად, სრული თარგმნის მეთოდით:

I - საკანონმდებლო მიზნებიდან გამომდინარე საერთაშორისო ან ევროპული სტანდარტის სრული თარგმნის გზით საქართველოს სტანდარტად მიღების შემთხვევაში, სტანდარტის პროექტს (თარგმნილ ტექსტს) განიხილავს შესაბამისი კომიტეტი;

II - კომიტეტის მიერ მიღებული სტანდარტის ტექსტის რეგისტრაცია საქართველოს სტანდარტად.

 
   

 

 

 


ეს პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ


 

 

 
     
   

       
       
       
       
       
 

 


  CopyRight © 2013
  საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო
  All Rights Reserved