სტანდარტიზაცია

სტანდარტი

კონსენსუსის საფუძველზე შემუშავებული და სტანდარტების ორგანოს მიერ რეგისტრირებული დოკუმენტი, რომელიც საყოველთაო და მრავალჯერადი გამოყენებისათვის ადგენს წესებს, ზოგად პრინციპებს ან მახასიათებლებს სხვადასხვა საქმიანობისათვის/მოქმედებისათვის ან მისი შედეგებისათვის გარკვეულ სფეროში ოპტიმიზაციის მიზნით;

საქართველოში სტანდარტების შემუშავებას, რეგისტრაციას და ამ სტანდარტების გავრცელებას ახორციელებს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სსიპ) საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო.


საქართველოში მოქმედი სტანდარტების სახეებია:

საქართველოს სტანდარტი - საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ რეგისტრირებული სტანდარტი, რომელიც შეიძლება მიღებულ იქნას, როგორც საერთაშორისო ან რეგიონალური სტანდარტის საფუძველზე,ისე შესაბამისი ტექნიკური კომიტეტის მიერ;

საერთაშორისო/რეგიონალური ორგანიზაციის სტანდარტი - სტანდარტიზაციის საერთაშორისო/რეგიონალური ორგანიზაციის (ISO, IEC/CEN, CENELEC) მიერ მიღებული სტანდარტი, რომელიც შესაძლებელია საქართველოში მიღებულ იქნას საქართველოს სტანდარტად.

სახელმწიფოთაშორისო სტანდარტი(გოსტ) -რომელიც საქართველოში გამოიყენება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თნამეგობრობის ქვეყნების მთავრობათა მეთაურების 1998 წლის 13 მარტის შეთანხმების „სტანდარტიზაციის, სერტიფიკაციის და მეტროლოგიის სფეროში შეთანხმებული პოლიტიკის გატარების შესახებ“ საფუძველზე.

საწარმოს შიდა სტანდარტი - პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის შესაბამისად საწარმოს შიდა სტანდარტებს შეიმუშავებს, ამტკიცებს და აღრიცხავს თვით საწარმო, ასეთი სტანდარტი სახელმწიფო ორგანოში რეგისტრაცვიას არ საჭიროებს. საწარმო პასუხისმგებელია მის მიერ შემუშავებული საწარმოს შიდა სტანდარტის შესაბამისობაზე საქართველოს კანონმდებლობასთან.


საქმიანობა სტანდარტიზაციის სფეროში:

საქართველოს სტანდარტის შემუშავება ან/და რეგისტრაცია - დაინტერესებული პირის მიმართვის საფუძველზე სტანდარტის შემუშავება ხდება შესაბამისი ტექნიკური კომიტეტის საშუალებით და მისი რეგისტრაცია საქართველოს სტანდარტების რეესტრში. სააგენტოს შესაბამისი კომიტეტი საქართველოს სტანდარტს არ შეიმუშავებს იმ სფეროში სადაც:

ა) უკვე არსებობს შესაბამისი საერთაშორისო/რეგიონალური სტანდარტი;

ბ) იმ სფეროში, სადაც არ არის ფართო მოთხოვნა სტანდარტზე.

საქართველოს სტანდარტად მიღებული საერთაშორისო და რეგიონალური ორგანიზაციების სტანდარტების რეგისტრაცია ან/და გავრცელება - სტანდარტიზაციის იმ საერთაშორისო/რეგიონალური ორგანიზაციების მიერ მიღებული სტანდარტების რეგისტრაცია და გავრცელება საქართველოს ტერიტორიაზე, რომლის წევრიც არის სააგენტო(ISO, IEC/CEN,/CENELEC- ის სტანდარტები).


სტანდარტების დეპარტამენტის მომსახურების საფეხურები, საქმიანობების მიხედვით:

საერთაშორისო სტანდარტების რეგისტრაცია საქართველოს სტანდარტად, გარეკანის თარგმნის მეთოდით:

I - პირის წერილობითი მიმართვა სააგენტოსთვის, სტანდარტის მიწოდების თაობაზე

II -სააგენტოს მიერ შესაბამისი სტანდარტის მოძიება და რეგისტრაცია.

საქართველოს სტანდარტის შემუშავება და რეგისტრაცია:

I - პირის წერილობითი მიმართვა სააგენტოსთვის, საქართველოს სტანდარტის შემუშავებასა და რეგისტრაციაზე;

II - ინფორმაციის შემოწმება, არსებობს თუ არა საერთაშორისო ან რეგიონალური სტანდარტი, თუ ასეთი სტანდარტი არსებობსპროცედურა წყდება და პირს ეცნობება, რომ მას შეუძლია გამოიყენოს საერთაშორისო ან ევროპული სტანდარტი;

III - საქართველოს სტანდარტის პროექტის შესაბამისი კომიტეტისათვის გადაცემაზე საკითხის შეთანხმება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის;

IV - საქართველოს სტანდარტის პროექტის ტექნიკურ კომიტეტზე გატანა და შემუშავების პროცედურების დაწყება;

V- სტანდარტის მიღება შესაბამისი კომიტეტის მიერ;

VI -სტანდარტის საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ მიღების თაობაზე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების მიღება;

VII - რეგისტრაცია, სტანდარტების რეესტრში სტანდარტების რეგისტრაციის ნომრის მინიჭება.

საერთაშორისო სტანდარტების რეგისტრაცია საქართველოს სტანდარტად, სრული თარგმნის მეთოდით:

I - საკანონმდებლო მიზნებიდან გამომდინარე საერთაშორისო ან ევროპული სტანდარტის სრული თარგმნის გზით საქართველოს სტანდარტად მიღების შემთხვევაში, სტანდარტის პროექტს (თარგმნილ ტექსტს) განიხილავს შესაბამისი კომიტეტი;

II - კომიტეტის მიერ მიღებული სტანდარტის ტექსტის რეგისტრაცია საქართველოს სტანდარტად.



    სასარგებლო ინფორმაცია



 
   

 

 

 


ეს პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ


 

 

 
     
   

       
       
       
       
       
 

 


  CopyRight © 2013
  საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო
  All Rights Reserved