სააგენტო.

სააგენტო წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. სააგენტო შექმნილია პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსისა და 2012 წლის 26 ივლისის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის N1/1-1570 ბრძანების საფუძველზე.

სააგენტოს იზნებს, ფუნქციებს, უფლებებსა და მოვალეობებს წარმოადგენს სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში მონაწილეობა და ამ სფეროში საქმიანობის კოორდინაციამეტროლოგიის სისტემების ჩამოყალიბება, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის სფეროების სრულყოფისათვის ნორმატიული ბაზის შემუშავება, გაზომვის ერთეულის აღწარმოება ეტალონების საშუალებით და ერთეულების გადაცემა სანიმუშო გამზომ საშუალებებზე გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე; სამეცნიერო-მეთოდური საფუძვლების შემუშავებაში მონაწილეობა გაზომვათა ერთიანობის სისტემის განვითარებისათვისეტალონური ბაზის შექმნისა და განვითარების, სანიმუშო გაზომვის საშუალებების (მათ შორის , იმპორტული) დამოწმების, დაკალიბრების, გამოცდისა და ტიპის დამტკიცების სამუშაოთა განხორციელება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისადსტანდარტების რეესტრის სამუშაოების ორგანიზება, წარმართვა და სტანდარტების ნუსხის (რეესტრის) საჯაროობის უზრუნველყოფა და სხვა საქმიანობას.

სააგენტო საქმიანობას წარმართავს დამოუკიდებლად, საქართველოს კონსტიტუციის, საერთშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის, სხვა სამართლებრივი აქტებით და სააგენტოს დებულებებით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში.

 

საქართველოს სტნადარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს პარტნიორი ორგანიზაციები:


სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცი (ISO)


2006 წლის 1 ივლისიდან საქართველო ISO-, სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრ-კორესპონდენტის სტატუს დაიბრუნ. საქართველო ყველა იმ პრიორიტეტით სარგებლბს, რომელიც ქვეყნებს ISO- წევრ-კორესპონდენტის სტატუსით ენიჭებათ, სახელმწიფო იღებს საერთაშორისო სტანდარტებს, ტექნიკურ ანგარიშებს, სახელმძღვანელოებს.

საქართველო - სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს სახით დამკვირვებლის სტატუსით გაწევრიანებულია ISO– შემდეგ კომიტეტებში: CASCO (შესაბამისობის შეფასება); DEVCO (განვითარებადი ქვეყნების საკითხები).

ISO- წევრობა იძლევა შესაძლებლობას, ქვეყანაში ხარისხის ინფრასტრუქტურაში ჩაბმულმა ნებისმიერმა პირმა მიიღოს და იმოქმედოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჯანდაცვის, ეკოლოგიის, უსაფრთხოების დაცვის, საერთაშორისო ბაზარზე ქართული პროდუქციის შესვლისა და კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად.

 

საერთაშორისო ელექტროტექნიკური კომისია (IEC)


2010 წლის 19 თებერვლიდან საქართველო საერთაშორისო ელექტროტექნიკური კომისიის (საერთაშორისო სტანდარტების ორგანო ელექტროტექნიკურ დარგში) ასოცირებული წევრი გახდა. IEC–ში გაწევრიანებით საქართველოში გაიზრდება ელექტროტექნიკურ სფეროში სტანდარტების ხელმისაწვდომობა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ენერგეტიკის სექტორისათვის. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ IEC –ში გაწევრიანება ერთ-ერთი სავალდებულო წინაპირობაა CENELEC-ში (ელექტროტექნიკური სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტი) გაწევრიანებისათვის. აღსანიშნავია, რომ ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (DCFTA) მისაღწევად, ერთ-ერთი წინაპირობა ტექნიკური რეგულირების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ევროპულთან დაახლოებაა.

 

სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტი (CEN)


2008 წლის 28 მარტს საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტის (CEN) აფილირებული წევრი გახდა. მასში გაწევრიანებით ხელმისაწვდომი ხდება ევროპული რეგულაციები. CEN–ის წევრობა მეწარმეებს და სახელმწიფო სტრუქტურებს ევროპული რეგულაციის სტანდარტების შესახებ ინფორმაციის მიღების საშუალებას აძლევს.

2009 წელს სააგენტომ CEN–საგან მიიღო ევროპული სტანდარტების სრული ბაზა (მათ შორის გაწევრიანებამდე მიღებული სტანდარტებიც). შესაძლებელი გახდა ევროპული ნორმების გამოყენება ტექნიკური რეგლამენტების საფუძვლად, რაც ტექნიკური რეგულირების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოების ერთერთი წინაპირობაა.

 

ელექტროტექნიკური სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტი (CENELEC)


2010 წლის 1 ივლისიდან საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო (GEOSTM) გახდა ელექტროტექნიკური სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტის (CENELEC) აფილირებული წევრი. CENELEC–ის 50– გენერალურ ასამბლეაზე (მალტა, 3 ივნისი), GEOSTM დამტკიცდა მე–12 აფილირებულ წევრად. IEC–სა და CENELEC–ში გაწევრიანება უზრუნველყოფს საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების ხელმისაწვდომობას ყველა დაინტერესებული მხარისათვის ელექტროტექნიკის სფეროში.

 

წონისა და ზომის საერთაშორისო ბიურო (BIPM)


საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო (GEOSTM) 2008 წლის 1 იანვრიდან წონისა და ზომის საერთაშორისო ბიუროს (BIPM) წონისა და გაზომვათა გენერალური კონფერენციის (CGPM) ასოცირებული წევრია. სააგენტო 2008 წლის 17 ივნისიდან შეუერთდა წონისა და გაზომვათა საერთაშორისო კომიტეტის ეროვნული მეტროლოგიის ინსტიტუტების (CIPM MRA) მიერ გაცემული გაზომვათა ეროვნული სტანდარტების, დაკალიბრებისა და გაზომვების სერტიფიკატების ცნობის შესახებ შეთანხმებას.

 

ეროვნული მეტროლოგიური უწყებების ევრო-აზიური თანამშრომლობა (COOMET)


2006 წლის 4 სექტემბერს ხელი მოეწერა ეროვნული მეტროლოგიური უწყებების ევრო-აზიური თანამშრომლობის (COOMET) მემორანდუმს. COOMET-ის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს თანამშრომლობა შემდეგ სფეროებში: ფიზიკური სიდიდის ეტალონები, საკანონმდებლო მეტროლოგია, აკრედიტაცია და ხარისხის მენეჯმენტის სისტემები, ინფორმაცია და სწავლება.

COOMET-ის სამომავლო ამოცანაა მეტროლოგიური ინსტიტუტების, დამაკალიბრებელი და საგამოცდო ლაბორატორიებს აკრედიტაციის სფეროში საქმიანობის განვითარება.


სამართლებრივი  მეტროლოგიის საერთაშორისო ორგანიზაციის  OIML


საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო 2011 წ. აგვისტოში გახდა სამართლებრივი (საკანონმდებლო) მეტროლოგიის საერთაშორისო ორგანიზაციის OIML წევრ-კორესპონდენტი.

სააგენტოს გაწევრიანება OIML-ში განხორციელდა  საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებული და დამტკიცებული სტრატეგიის „სტანდარტიზაციის, აკრედიტაციის, შესაბამისობის შეფასების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის სფეროში“ და  „საკანონმდებლო რეფორმის და ტექნიკური რეგლამენტების მიღების“ პროგრამის შესაბამისად.

სამართლებრივი (საკანონმდებლო) მეტროლოგიის საერთაშორისო ორგანიზაცია შეიქმნა მთავრობათაშორისი შეთანხმების საფუძველზე 1955 წელს და მისი მიზანია საერთაშორისო დონეზე სამართლებრივი (საკანონმდებლო) მეტროლოგიის სფეროში პროცედურებისა და წესების ჰარონიზაცია. 

OIML-ში გაწევრიანებით ხელმისაწვდომი გახდება აღნიშნული ორგანიზაციის მიერ შემუშავებული სახელმძღვანელო დოკუმენტები, რეკომენდაციები, პროცედურები და ა.შ.

 

სტანდარტიზაციის რეგიონთაშორისი ასოციაცია (IRSA)


საქართველო სტანდარტიზაციის რეგიონთაშორისი ასოციაციის (IRSA) სრულუფლებიანი წევრი და თანადამფუძნებელია. ასოციაცია დაფუძნდა 1991 წლის 11 სექტემბერს, . ანკარაში 9–11 სექტემბრის დამფუძნებელი ქვეყნების კონფერენციაზე. ასოციაციის წევრები არიან სტანდარტიზაციის ეროვნული და სამხარეო ორგანოები.


IRSA– სამდივნოს ფუნქციებს ითავსებს თურქეთის სტანდარტების ინსტიტუტი (TSE) . ანკარა.

უმაღლეს ორგანოს წარმოადგენს გენერალური ასამბლეა, რომელიც შედგება სტანდარტიზაციის ეროვნული ორგანოების ხელმძღვანელებისაგან. შექმნილია მთავარი სამუშაო ორგანოტექნიკური კომიტეტი და მეტროლოგიის, სერტიფიკაციის და აკრედიტაციის კომიტეტები.

 

 
   

 

 

 


ეს პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ


 

 

 
     
   

       
       
       
       
       
 

 


  CopyRight © 2013
  საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო
  All Rights Reserved