პროექტები

  • სააგენტოში განხორციელებული ევროკომისიის ტასისის (EU TACIS) ,, 51-ე მუხლის იმპლემენტაციის” („ხარისხის მენეჯმენტის სისტემა“) პროექტმა  მოიცვა სამი ძირითადი ელემენტი: სტანდარტიზაცია, მეტროლოგია და აკრედიტაცია. პროექტის ფარგლებში განხორციელდა ტრეინინგები, სემინარები და სასწავლო ვიზიტები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, გამოცდილების შესწავლისა და გაზიარების მიზნით. ამავე პროექტის ფარგლებში, სააგენტოში შეიქმნა თანამედროვე დონეზე აღჭურვილი ფიზ-ქიმიური ლაბორატორია, რომელიც დაინტერესებულ პირებს უწევს თანამედროვე დონის ევროპული სტანდარტების შესაბამის მომსახურებას.
  • ორმხრივი ქართულ-გერმანული პროექტის „ხარისხის ინფრატრუქტურის მხარდაჭერა საქართველოში, მეტროლოგიის სფეროში“ სააგენტოში საერთაშორისო დონეზე აღიჭურვა და განახლდა მასის ეტალონური ლაბორატორია, რომელიც მომსახურებას უწევს ყველა დაინტერესბულ მეწარმეს და მათ შორის, ექსპორტზე ორიენტირებულ მცირე და საშუალო საწარმოებს. ამავე პროექტის მეორე ეტაპის ფარგლებში განახლდა და აღიჭურვა ელეტრონული გაზომვების ეტალონური ლაბორატორია.
  • 2011-2013 წლებში საქართველოში განხორციელდა ევროკომისიის პროექტი (Twinning) „მეტროლოგიისა და სტანდარტიზაციის სფეროში ინფრასტრუქტირის გაძლიერება ევროკავშირის წევრი ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად“. პროექტის ფარგლებში სააგენტოს მეტროლოგიის ინსტიტუტში შემუშავდა, დაინერგა და საერთაშორისო დონეზე აღიარებულ იქნა ISO 17025 შესაბამისი ხარისხის მენჯმენტის სისტემა.
  • 2012-2015 წლებში სააგენტოში განხორციელებული CIB ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროგრამის საგრანტო პროექტის ფარგლებში განახლდა სააგენტოს ფიზიკური ინფრასტრუქტურა, შენობა, ლაბორატორიული ფართები, ადმინისტრაციული საოფისე ფართები, სააგენტოს მისაღები, დამხმარე ინფრასტრუქტურა, საინჟინრო-საკომუნიკაციო სისტემები.
  • 2015 წლის მაისის თვეში CIB ყოვლისმომცველი ისნტიტუციური განვითარების პროგრამის მეორე ეტაპის ფარგებში სააგენტოში დაიწყო ტექნიკური დახმარების პროექტი ,,სტანდარტიზაციისა და მეტროლგიის ინფრასტრუქტურის განვითარების შემდგომი მხარდაჭერა ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკასთან თანხვედრისათვის“.
  • CIB ყოვლისმომცველი ისნტიტუციური განვითარების პროგრამის მეორე ეტაპი ასევე ითვალისწინებს სააგენტოში მეტროლოგიის ეტალონური ბაზის განახლებას, აღჭურვილობის შეძენის შესყიდვის პროექტის ფარგლებში. 2015 წელს ვეროკავშირის დელეგაციის წარმომდაგენლობის მიერ ჩატარდა ტენდერი აღჭურვილობის შესაძენად. აღჭურვილობის მოწოდება, ისნტალაცია და ექსპლოატაციაში გაშვება ეტაპობრივად ხორციელდება 2016 წლის განმავლობაში.

 

 
   

 

 

 


ეს პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ


 

 

 
     
   

       
       
       
       
       
 

 


  CopyRight © 2013
  საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო
  All Rights Reserved