აული კანკიას სახელობის რადიოფიზიკის,
ოპტიკის და აკუსტიკის განყოფილება

განყოფილების უფროსი: მაია ზარდიაშვილი
საკონტაქტო ტელეფონები: (+995 32) 2606 653; მობ. (+995 599) 725 271
ელ. ფოსტა: m.zardia@yahoo.com

განყოფილების საქმიანობის ძირითადი ამოცანები და მიზნებია სპეციალიზა­ცი­ის ფარგლებში: ამოსავალი ეტალონების ფუნქციონირების და მიკვლევადობის უზ­რუნ­ველ­ყოფა, მოვ­ლა, შენახვა და ზომის გადაცემის უზრუნველყოფა სხვა გამზომ საშუალებებზე (გამზო­მი საშუალებების დამოწმება/დაკალიბრება); გაზომი საშუალებების ტიპის დამტკიცება აღიარებით და/ან დამოწმების (გამოცდების) გზით; 
ამჟამად განყოფილებას აქვს შემდეგი ეტალონები:

1. დროის, სიხშირის და დროის ინტერვალის ეტალონი


ეტალონის შემადგენლობაში შედის:
- სიხშირის და დროის რუბიდიუმის სტანდარტი Ч1-78 ( ძირითადი სკა­ლა 1 წმ; დამატებითი სკალა 0.1; 1.0 წმ; სიხშირე 0.1; 1.0; 5.0 მგჰც). ეტალო­ნი პერიოდულად სინქრონიზირდება ИВК GPS Palisade მიმღების ბაზაზე.
- სიშირმზო­მების და სიხშირის კომპარატო­რების კომპლექტი.
ეტალონის დანიშნულებაა დროისა და სიხშირის ერთეულების ზომების აღწარმოება და გადაცემა სანიმუშო და მაღალი სიზუსტის გაზომვათა
საშუალებებისათვის; შესა­ძ­­­ლებელია გაეწიოს მეტროლოგიური მომსახურება, დაკალიბრდეს სიხშირმზომები, მთვლელები, დროის ინტერვალის კალიბრატორები, გამზომი გენერატორები

2.ფაზის ძვრის კუთხის ერთეულის ეტალონი 



ეტალონის შემადგენლობაში შედის:
- ფაზათა სხვაობის და ძაბვათა ფარდობის მზომები (ФК2-35, ФК2-29, Ф2-34) და ფაზის კალიბ­რა­ტორი (Ф1-4).
სიხშირის დიაპაზონი f=5 ჰც ¸10 მგჰც; ფაზის ძვრის კუთხე (0-360)0;
ეტალონის კომპლექსი განკუთვნილია ორ სინქრონულ ჰარმონიულ ძაბვას შორის ფაზური ძვრის კუთხის აღწარმოებისათვის და გამოიყენება: ფძკ ზომის ფაზური სხვაობის გამზომებზე გადასაცემად, ინფორმაციის გადაცემისა და დამუშავების
აპარატურის შემოწმებისა და დაკალიბრებისათვის; აგრეთვე ელექტრული სიმძლავრის გამზომი აპა- რატურისთვის, ფაზურ რადიო და ოპტიკურ მანძილმზომებში, რადიო­ნა­ვიგაციის სისტემებში და სხვა. რადიონავიგაციაში (პირველ რიგში ფაზურ რადიონავიგაციაში) ფაზურ-სიხშირული მოდუ­ლა­ციის კავშირგაბმულობის სისტემების მახასიათებლების გასაზომად. 

   

ა) ზმს სიმძლავრის ეტალონი



ეტალონის შემადგენლობაში შედის:
- M3-51 ტიპის ვატმეტრი გამზომი ბლოკით და 4.681471 თერმოგარდამქმნელით. გაზომვის დიაპაზონი: f=(0.02 ¸17) გჰც; Р = (1´10-3 ¸ 1´10-1) ვტ

ეტალონის შემადგენლობაში აგრეთვე შედის გენერატორების კომპლექტი. 
შედარებულია: ბელორუსთან, უკრაინასთან.
მისი დანიშნულებაა ზმს-ის ვატმეტრების და გამზომი გენერატორების გამზო­მი მიმღებების, ემვ ენერგიის ნაკადის სიმკვრივის მზომების, კავშირგაბმულობის სისტემაში გამოყენებული რადიოტექნიკური აპარატურის, რადიოხელშეშლების და ხმაურის მზო­­­მების კალიბრება (დამოწმება); ელექტრომაგნიტური გარემოს და უსაფრთოების მოთხოვნების კონტროლი; 


ბ) ელექტრომაგნიტური გამოსხივების ელექტრ. და მაგნიტ. ველის და ენერგიის ნაკადის სიმკვრივის ერთეულის ეტალონი




ეტალონის შემადგენლობაში შედის:
- სელექტიური მიკროვოლტმეტრი SMW 8.5, SMW 11 ; 

გამზომი ანტენები: DP-1, DP-3, ATR-2, LPA-1, П-63
E ველის დაძაბულობის გაზ-ის დიაპაზონი: E=(0.25¸10) ვ/მ; f = (30¸1) მგჰც;
H ველის დაძაბულობის გაზ-ის დიაპაზონი: H=(0.008¸0.5) ა/მ; f = (0.01¸30) მგჰც; 
- M3-51 ვატმეტრის და მილივოლტმეტრ SMW 8.5-ის ბაზაზე ენერგიის ნაკადის სიმკვრივის გაზომვის დიაპა­ზონი: P - (0.001 ¸ 0.01) ვტ/მ2; f ¸ (0.3 ¸17.8) გჰც
შედარებულია:ბელორუსთან, უკრაინასთან.
ეტალონის შემადგენლობაში აგრეთვე შედის გენერატორების კომპლექტი.
მისი დანიშნულებაა: ელექტრომაგნიტური გარემოს და უსაფრთოების მოთხოვნ­ე­ბის კონტროლი; სიმძლავრის, ენერგიის სიმკვრივის და ველის დაძაბულობის მზომების;

კავ­შირგაბმუ­ლობის სისტემაში, მედიცინაში გამო­ყე­ნებული რადიოტექნიკური აპარატურის, მეტროლო­გი­ური მომსა­ხურება, კალიბრება და დამოწმება;


გ) მაღალი და ზემაღალი სიხშირის დენის და ძაბვის ეტალონი 




ამოსავალი ეტალონის შემადგენლობაში შედის:  

- დიოდურ-კომპენსაციური ვოლტმეტრი B3-49; ვოლტმეტრი, В7-34А (U==(0.1÷1000) ვ; U~=(1÷700) ვ. R==(0.1÷10000) კომი; R~=0.1 კW); ვოლტმეტრების კალიბრატორი B1-16 ( U=0.1მვ÷3 ვ, f=10 ჰც ÷ 50 მგჰც)
ძაბვის ერთეულის ეტალონის მახასიათებლები: f = 30 ჰც ÷ 1 გჰც; U=(0.1÷100) ვ;
დენის ერთეულის ეტალონის მახასიათებლები: f = 30 ჰც ÷ 1 გჰც; I=(1÷100) მლა;
შედარებულია: ბელორუსთან, უკრაინასთან.
გვაქვს დროითი და იმპულსური სიგნალების პარამეტ­რე­ბის გაზომვების სანი­მუშო კომპლექსი. მისი იმპულსის დროითი პარამეტრებია:- ფრონტების ხანგ­რძ­ლი­ვო­ბა (1´10-9÷10-3) წმ; იმპულსის ხანგრძლივობა (1´10-7÷10) წმ; ამპლიტუდა (0.01÷1000) ვ
 

შესაძლებელია გაეწიოს მეტროლოგიური მომსახურება და დაკალიბრდეს ვოლტმეტრები, ოსცილოგრა­ფების დასამოწმებელი კალიბრატორები, წრედის პარამეტრების გამზომები, ცვლადი დენის მაღალ­სიხ­შიროვანი ბოგირები


დ) აკუსტიკა, ხმაურის პარამეტრების მუშა ეტალონი



ხმაურმზომებს (მიკროფონის კაფსულით და მაძლიერებლით) გააჩნიათ შემდეგი მახასიათებლები: დინამიური (45 ÷ 140) დბ  (35 ÷ 140) დბA სიხშირული f=(20 ÷ 40000) ჰც 
შედარებულია: ბელორუსთან, უკრაინასთან 

პისტოფონი MKD RF-101, 
შემდეგი მახასიათებლები: დინამიური (60 ÷170) დბ
სიხშირული f=(20 ¸ 63000) ჰც

ეტალონური ხელსაწყოები უზრუნველყოფენ ხმაურმზომების, პისტოფონების, მიკროფონების მეტროლოგიურ მომსახურებას და დაკალიბრებას 


3. ოპტიკო-ფიზიკური სიდიდეების გამზომები




ФПЧ ტიპის ფოტომეტრი, გააჩნიათ შემდეგი მახასიათებლები:
ტალღის სიგრძე l = (400¸750) ნმ; სიკაშკაშე (2´10-2 ÷5´104) კანდ/მ2, ±10%
УМ-2 ტიპის მონოქრომატორი: (380 ¸ 1000) ნმ

ხელსაწყოები მითითებულ დიაპაზონებში უზრუნველყოფენ ტალღის სიგრ­ძ­ის განსაზღვრას და გამოსხივებიდან ვიწრო სპექტრალური ზოლის გამოყოფას. შესაძლებელია გაეწიოს მეტროლოგიური მომსახურება და დაკალიბრდეს ფილტრები და განისაზღვროს ფოტომეტრების და სანიმუშო ხსნარების სპექტრალური მახასიათებლები



4. ინფორმაციული ტექნოლოგიები 


განყოფილებაში წარმოებს საზომ-საინფორმაციო, ანგარიშსწორების და სალარო-საკონტრო­ლო აპარატების გამოცდები საქართველოში მოქმედი საკანონმდებლო ბაზის მიხედვით.

 
   

 

 

 


ეს პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ


 

 

 
     
   

       
       
       
       
       
 

 


  CopyRight © 2013
  საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო
  All Rights Reserved