გაზომვების ეტალონური განყოფილება


განყოფილების უფროსი: ვაჟა სიხარულიძე

საკონტაქტო ტელეფონები: (+995 32) 2601 173;  მობ. (+995 579) 720 103

ელ. ფოსტა: vazhasikharulidze@yahoo.com


განყოფილების  საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ქვემოთჩამოთვლილი სახელმწიფო

(ეროვნული) ეტალონების შენახვა, ამ ერთეულების აღწარმოება და მათი ზომების გადაცემა

ქვემდგომ ეტალონურ და მუშა გაზომვის საშუალებებზე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.


განყოფილებას  გააჩნია შემდეგი მოქმედი ეტალონური საშუალებები:


 1. სიგრძის ბრტყელპარალელურ კიდურა საზომების  ნაკრებები, თანრიგი 2




(გაზომვათა დიაპაზონი  (0,12 ÷100) მმ,  გაზომვათა გაფართოებული განუსაზღვრელობა  (0,05 + 0,5 L) მკმ)

ნაკრები 1, 83 საზომი, (0,5÷100) მმ;    

ნაკრები 6, 10 საზომი, (1 ÷ 1,009) მმ;                                        

ნაკრები 7, 10 საზომი, (0,991 ÷ 1) მმ;

ნაკრები  12, 23 საზომი, (0,12 ÷ 3,5) მმ;

ნაკრები  13, 20 საზომი, (5,12 ÷ 100) მმ.

გამოიყენება მე-3 და მე-4 თანრიგის სიგრძის ბრტყელპარალელური კიდურა საზომების, აგრეთვე სიმაღლისა და დიამეტრის დასაკალიბრებელი კალიბრების დასაკალიბრებლად.

დამოწმებულია ბელორუსიის სახელმწიფო მეტროლოგიის ინსტიტუტის მიერ.


2. სიგრძის კიდურა საზომების მაკალიბრებელი კონტაქტური ვერტიკალური       ინტერფერომეტრი, იკპვ ტიპის




(გაზომვათა დიაპაზონი  (0_4) მკმ,  დანაყოფის ფასი (0,05 ÷ 0,1) მკმ, გაზომვათა გაფართოებული განუსაზღვრელობა  (0,03 ÷ 0,2) მკმ)

გამოიყენება მე-3 და მე-4 თანრიგის სიგრძის ბრტყელ-პარალელური კიდურა საზომების, აგრეთვე სიმაღლისა და დიამეტრის დასაკალიბრებელი კალიბრების დასაკალიბრებ-ლად.

დაკალიბრებულია პოზ. 1-ში  მითითებული ნაკრებების გამოყენებით.


3. ტენზომეტრების მაკალიბრებელი ეტალონური დანადგარი




(თანრიგი 2, გაზომვათა დიაპაზონი  (0 ÷ 106) მლნ-1,  გაზომვათა გაფართოებული ფარდობითი განუსაზღვრელობა (0,5 ÷ 2)%))

გამოიყენება მექანიკური ტენზომეტრების დასაკალი-ბრებლად, რომლებიც თავის მხრივ გამოიყენება საინ-ჟინრო ნაგებობების ლითონის კონსტრუქციების გამო-ცდებისას მექანიკური დეფორმაციების გასაზომად.

 დაკალიბრებულია პოზ. 1-ში  მითითებული ნაკრებე-ბის გამოყენებით.


4. ჩაღუნმზომების მაკალიბრებელი ეტალონური დანადგარი




(გაზომვათა დიაპაზონი  (0  ÷ 350) მმ,  გაზომვათა გაფართოებული განუსაზღვრელობა  ±15 მკმ)

გამოიყენება მექანიკური დეფორმაციების გამზომი ხელსაწყოების (მაგალითად ჩაღუნმზომების) დასაკალი-ბრებლად, რომლებიც თავის მხრივ გამოიყენება საინ-ჟინრო ნაგებობების (მაგალითად ხიდების) გამოცდე-ბისას მექანიკური დეფორმაციების გასაზომად. დანად-გარი აგრეთვე გამოიყენება ბეტონის დამცავი ფენის სისქის, არმატურის დიამეტრის და ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი ხელსაწყოების დასაკალიბრებლად.

დამოწმებულია სიგრძის შტრიხული მინის სკალის

გამოყენებით, რომელიც დამოწმდა უკრაინისუკრმეტრ-ტესტსტანდარტისმიერ.


5. დიელექტრულ დანაფართა სისქისმზომების მაკალიბრებელი ეტალონური დანადგარი  (უპტპ)




(თანრიგი 2, გაზომვათა დიაპაზონი  (1 ÷ 20000) მკმ,  გაზომვათა გაფართოებული განუსაზღვრელობა ± (0,6 ÷ 20,0) მკმ

გამოიყენება დანაფართა სისქისმზომების დასაკა-ლიბრებლად. დაკალიბრებულია პოზ. 1-ში მითითებული ნაკრე-ბების გამოყენებით.


6. დანაფართა სისქის საზომების  მაკალიბრებელ საშუალებათა კომპლექტ(კსპ მტპ)




( თანრიგი  1, გაზომვათა დიაპაზონი  (1 ÷ 10000) მკმ,   გაზომვათა გაფართოებული განუსაზღვრელობა  ±  (0,05 + 0,01 h) მკმ

გამოიყენება ლითონურ და დიელექტრიკულ დანა-ფართა დაკალიბრებისათვის კონტაქტური მეთოდით დაკალიბრებულია პოზ. 1-ში  მითითებული ნაკრებების გამოყენებით.

 
   

 

 

 


ეს პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ


 

 

 
     
   

       
       
       
       
       
 

 


  CopyRight © 2013
  საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო
  All Rights Reserved