ფიზიკურ–ქიმიური ეტალონური განყოფილება


განყოფილების უფროსი, ქმკ – მარინა ბულეიშვილი

საკონტაქტო ტელეფონი: (+995 032) 2613 500; მობ. (+995 568) 820 337

ელ. ფოსტა: temoexpert@yahoo.com

 

განყოფილების საქმიანობის სფეროს წარმოადგენს: ელექტროლიტთა ხსნარების ხვედრითი ელექტრული გამტარებლობის და pH-ერთეულის სახელმწიფო ეროვნული ეტალონების შენახვა, ამ ერთეულების აღწარმოება და მათი ზომების გადაცემა ქვემდგომ ეტალონურ და მუშა გაზომვის საშუალებებზე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე; ფიზიკური-ქიმიური გაზომვების სფეროში სტანდარტული ნიმუშების დამუშავება და წარმოება.


განყოფილებაში ფუნქციონირებს შემდეგი ეტალონური დანადგარები:


1.  ელექტროლიტთა ხსნარების ხვედრითი ელექტრული გამტარებლობის ერთეულის სახელმწიფო ეტალონი



დიაპაზონი: 0,1 –  10  სიმ/მ

გამოყენება  ხვედრითი  ელექტრული  გამტარებლობის ერთეულის გადასაცემად, ყველა თანრიგის კონდუქტო–მეტრების, მარილმზომების და თხევადი სისტემების კონდუქტომეტრული ანალიზატორების დასაკა–ლიბრებლად.

2009წ.– 2010წ ელექტროლიტთა ხსნარების ხვედრითი ელექტრული გამტარებლობის ერთეულის სახელმწიფო ეტალონმა მიიღო მონაწილეობა საერთაშორისო შედარებებში რეგიონალურ ორგანიზაცია COOMET–ის ფარგლებში და საერთაშორისო ორმხრივ შედარებებში უკრაინასთან, დადებითი შედეგებით.


2.    pH –ერთეულის  სახელმწიფო ეტალონი

 



დიაპაზონი: 2 – 9 pH –ერთეული 

გამოყენება pH – ერთეულის გადასაცემად, ყველა თანრიგის pH–მეტრების და იონომერების დასაკა–ლიბრებლად.

2010 წ  pH –ერთეულის სახელმწიფო  ეტალონმა მიიღო მონაწილეობა   ორმხრივ საერთაშორისო  შედარებებში უკრაინასთან დადებითი შედეგებით. 



3. ატომურ-აბსორბციული სპექტრომეტრი 

 

                                                                              


ატომურ-აბსორბციული სპექტრომეტრი  AAnalyst 800

გრაფიტის ღუმელით და ალური იონიზაციის სისტემოთ, გამოიყენება სხვადასხვა პროდუქტში მძიმე მეტალების განსაზღვრისათვის. მასში შეიძლება ერთდროულად მოვათავსოთ 8 ნათურა და მას შეუძლია 36 ელემენტის ერთდროული განსაზღვრა. იგი აღჭურვილი არის ავტოსემპლერით და პროგრამულად ხდება ნიმუშის შეყვანა.


4.ქრომატო მასსპექტრომეტრი


 


ქრომატო მასსპექტრომეტრი Clarus 600 , გამოიყენება სახვადსახვა არეებში ორგანული ნივთიერებების იდენტიფიცირებისათვის და რაოდენობრივი ანალიზისათვის, როგორიც არის: პესტიციდები, დიოქსინი, პოლიბიფენილები და სხვა.


5. გაზის ქრომატოგრაფი


გაზის მასსპექტრომეტრი Clarus 600 , გამოიყენება სახვადსახვა არეებში ორგანულ;ი ნივთიერებების რაოდენობრივი ანალიზისათვის.  იგი აღჭურვილია ალური დეტექტორით შეუძლია პესტიციდების და სახვა ორგანული ნივთიერებების რაოდენობრივი ანალიზი.


6. თხევადი ქრომატოგრაფი




თხევადი ქრომატოგრაფი Series 200, გამოიყენება საკვებ პროდუქტში პესტიციდების, ტოქსინების, ანტიბიოტიკების განსაზღვრისათვის. აპარატს აქვს 3 დეტქტორი: რეფრაქტომეტრული, დიოდური მატრიცა და ულტრაიისფერი. თითოეული დეტექტორი განკუთვნილია სხვადასხვა ტიპის ნივთიერებების განსაძღვრისათვის. აპარატს  ასევე აქვს დეგაზატორი და თერმოსტატი სადაც მოთავსებულია ქრომატოგრაფის სვეტი.


7. როტაციული ამაორთქლებელი 




გახურების სიმძლავრე         1300 W

გამაცხელებელი აბაზანის ტემპერატურული ზღვრები   20-180 oC

გამაცხელებელი აბაზანის ტემპერატურული სიზუსტე      ±0,1 oC

როტაციული ამაორთქლებელი გამოიყენება თხევადი ნივთიერებების გასასუფთავებლად, გამოხდა შესაძლებელია ასევე ვაკუუმის ქვეშ.

 
   

 

 

 


ეს პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ


 

 

 
     
   

       
       
       
       
       
 

 


  CopyRight © 2013
  საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო
  All Rights Reserved