ტექნიკური კომიტეტი

სტანდარტიზაციის ტექნიკური კომიტეტი (ტკ) იქმნება საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 10 სექტემბრის №1-1/1740 ბრძანების „სტანდარტიზაციის ტექნიკური კომიტეტის შექმნის პროცედურისა და ფუნქციონირების წესის დატკიცების შესახებ“ საფუძველზე, საქართველოში სტანდარტიზაციის პროცესის ხელშეწყობისა და განვითარებისათვის.

ტექნიკური კომიტეტი წარმოადგენს სტანდარტიზაციის სფეროში სააგენტოს საკონსულტაციო ორგანოს, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს ნებაყოფლობით საწყისებზე, ანაზღაურების გარეშე.

ტექნიკური კომიტეტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით, მთავრობის დადგენილებებით, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების ნორმატიული აქტებით, სააგენტოს განკარგულებებითდა იმ საერთაშორისო/ევროპული სტანდარტიზაციის ორგანიზაციების რეკომენდაციებით, რომლის წევრიც არის სააგენტო.

ტექნიკური კომიტეტი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ღიაა ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის. 


 


 



 
   

 

 

 


ეს პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ


 

 

 
     
   

       
       
       
       
       
 

 


  CopyRight © 2013
  საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო
  All Rights Reserved