მექანიკის  ეტალონური განყოფილება

განყოფილების უფროსი, ტმკ - სოსო როგავა

საკონტაქტო ტელ: (032) 260-66-29

Email: soso.rogava@gmail.com

 

განყოფილების  საქმიანობის  სფეროებია:

-         აირის ხარჯის, მოცულობისა და რაოდენობის გაზომვები;

-         სითხეების ხარჯის, მოცულობისა და რაოდენობის გაზომვები;

-         მოძრაობის (ვიბრაციის) პარამეტრების გაზომვები;

-         ტემპერატურული და თბოფიზიკური გაზომვები.

 

 განყოფილებაში  ფუნქციონირებს  შემდეგი ეტალონური  დანადგარები:

 

        

1. ტემპერატურის ერთეულის
     სახელმწიფო  პირველადი
     ეტალონი

 

ტემპერატურის დიაპაზონი
(0 ÷ 300)
0C
აღწარმოების ცდომილება
± 10-3  0
C.

 


ეტალონმა
2009-2010 წლებში მიიღო მონაწილეობა საერთაშორისო შედარებებში რეგინალური ორგანიზაცია COOMET-ის ფარგლებში.

ეტალონზე კალიბრდება პლატინის წინაღობის თერმომეტრი, რომელიც შემდგომ გამოიყენება ტემპერატურის ერთეულის ზომის გადასაცემად. გარდა ამისა, ეტალონზე კალიბრდება:

-         პირველი თანრიგის პლატინის წინაღობის სანიმუშო თერმომეტრები;

-         პირველი თანრიგის ვერცხლისწყლიანი სანიმუშო თერმომეტრები;

 

2.  ტემპერატურის გაზომვის
     საშუალებების დაკალიბრებისა
     და გრადუირების სტენდი

 

ტემპერატურის დიაპაზონი (0 ÷ 300) 0C;      ცდომილება 0,01 0C.

სტენდი გამოიყენება ტემპერატურის გაზომვის საშუალებებზე ტემპერატურის ერთეულის ზომის გადასაცემად.

 


სტენდზე კალიბრდება:

-         II და III თანრიგის პლატინის წინაღობის თერმომეტრები;

-         II და III თანრიგის ვერცხლიწყლიანი თერმომეტრები;

-         თერმომეტრების დასაკალიბრებელი ხელსაწყოები (კალიბრატორები);

-         ნახევარგამტარული წინაღობის თერმომეტრები.

სტენდი აგრეთვე გამოიყენება ტემპერატურის არასტანდარტული გაზომვის საშუალებების (თერმორეზისტორები და სხვა) დასაგრადუირებლად.

 

3.  ვიბრაციული გადაადგილების, სიჩქარისა  და  აჩქარების ერთეულების სახელმწიფო ეტალონი

ბაზურ სიხშირეზე (160 ჰც) ცდომილება  ±0,6 % .  

ეტალონურ კომპლექსზე ხორციელდება:

-   სანიმუშო ვიბროგარდამქმნელების (სიჩქარისა და აჩქარების) დაკალიბრება აბსოლუტური მეთოდით;

-   ვიბრომეტრების დაკალიბრება;

-   ვიბროგარდამქმნელების გარდაქმნის  კოეფიციენტის მნიშვნელობის დადგენა.


 

 

 

4. აირის ეტალონური ხარჯმზომები

 

ცდომილება ± 0,1 %.
გაზომვის დიაპაზონი (0,025
10) მ3/სთ .

გამოიყენება აირის საყოფაცხოვრებო მრიცხველების დასამოწმებელი სტენდების დასაკალიბრებლად.

ხარჯმზომების ტესტირება ჩატარდა 2009 წლის ფირმა Elster Instroment - ის (გერმანია) მიერ. 2011 წელს ხარჯმზომები დაკალიბრდა ჩეხეთის მეტროლოგიის ნაციონალურ ინსტიტუტში.

 


 

5. აირის სამრეწველო მრიცხველების დასაკალიბრებელი (დასამოწმებელი) სტენდი

 

სტენდი დაკომპლექტებულია აირის ეტალონური ხარჯმზომებით G 250 და G 1000, რომლებიც დაკალიბრდა გერმანიის ფიზიკო-ტექნიკურ ინსტიტუტში (PTB).

გაზომვის დიაპაზონი (40 1600) მ3/სთ.

სტენდზე კალიბრდება (მოწმდება) აირის ტურბინული მრიცხველები. აგრეთვე, შეიძლება ჩაუტარდეს ტესტირება აირის მოცულობით კორექტორებს.

 


 

6. განყოფილებაში ხორციელდება გაზომვის საშუალებების დაკალიბრების, ტიპის დამტკიცების, ტიპის დამტკიცების აღიარების, აგრეთვე გაზომვის საშუალებების პირველადი დამოწმების (დაკალიბრების) აღიარების სამუშაოები.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 
   

 

 

 


ეს პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ


 

 

 
     
   

       
       
       
       
       
 

 


  CopyRight © 2013
  საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო
  All Rights Reserved