სააგენტოსთან არსებული სტანდარტიზაციის ტექნიკური კომიტეტის „ტურიზმი და მასთან დაკავშირებული მომსახურება“ (ტკ4) გადაწყვეტილების საფუძველზე, მიმდინარე წლის „სტანდარტების პროგრამის“ შესაბამისად, საქართველოს სტანდარტად მიღებულ იქნა შემდეგი საერთაშორისო სტანდარტების (ISO) ქართულენოვანი ვერსიები:
სსტ ისო 13810: 2015/2016 “ტურისტული მომსახურება-ინდუსტრიული ტურიზმი მომსახურების უზრუნველყოფა”;
სსტ ისო 21103:2014/2016 “სათავგადასავლო ტურიზმი-ინფორმაცია მონაწილეებისთვის”;
სსტ ისო 21101: 2014/2016 “სათავგადასავლო ტურიზმი - უსაფრთხოების მართვის სისტემა - მოთხოვნები”;
სსტ ისო 18065:2015/2016 “ტურიზმი და მასთან დაკავშირებული მომსახურება-მმართველი ორგანოების მიერ დაცულ ტერიტორიებზე საზოგადოებრივი ტურისტული მომსახურებით სარგებლობის უზრუნველყოფა - მოთხოვნები”.


GEOSTM