სემინარი მეწარმეებისთვის

მეწარმეებისთვის სტანდარტებისა და მეტროლოგიის ცნობადობის ამაღლების ციკლის ფარგლებში  /წლის 2 თებერვალს სემინარი გაიმართამასში მონაწილეობა   მიიღეს ბიზნეს-წრეების წამომადგენლებმა: საპროექტო-სამშენებლო, სამედიცინო, ფარმაცევტულ, კვების პროდუქტების, ქიმიურ, მეტალურგიურ და ენერგეტიკის, აკრედიტირებული ლაბორატორიების და საბანკო სექტორის სფეროდან.

ქართული პროდუქტის შიდა და ევროპულ ბაზარზე განთავსების ხელშეწყობის მიზნით, ევროკავშირის დაფინანსებული პროექტი (,,საქართველოს სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარების მხარდაჭერა ვეროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად“) საქართველოს რეგიონებში  მეწარმეებისთვის 2016 წლის მარტში დაიწყო და თელავში, ფოთში, ბოლნისში,   ახალციხესა და ქუთაისში სტანდარტებისა და მეტროლოგიის შესახებ ცნობადობის ამაღლების სემინარები უკვე ჩატარდა. აღნიშნული სემინარი ემსახურებოდა  სტანდარტებისა და მეტროლოგიის სფეროს პოპულარიზაციას და ინფრომაციის გავრცელებას იმის შესახებ, რომ საერთაშორისო სტანდარტების  და მეტროლოგიური მომსახურების გაწევის გარეშე, პროდუქციისა და სერვისების გლობალური ქსელი იწვევს უნდობლობას, ყოველდღიური ცხოვრება სტანდარტებისა და მეტროლოგიის  გარეშე საკმაოდ რთულია: დაწყებული ტექნიკური მოწყობილობებით, საოფისე და საყოფაცხოვრებო ნივთებით და დასრულებული გაწეული სერვისებით, სტანდარტები  და მეტროლოგია აუცილებელია წარმოებული პროდუქციისა და  და გაწეული სერვისის მიწოდების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საიმედოობისთვის და ფუნქციონალური თავსებადობისთვის.

ღონისძიებაზე დამსწრე მეწარეები გეგმავენ ბიზნესის გაფართოებას და საკუთარი პროდუქციის ევროპულ ბაზარზე გატანას. სწორედ მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჩეხეთის  მეტროლოგიის ინსტიტუტის გენერალური დირექტორის პრეზენტაცია  მეტროლოგიის როლზე ქვეყნის ინდუსტრიის განვითარების კუთხით, აგრეთვე იტალიელი ექსპერტის სტანდარტიზაციის დარგში პრეზენტაცია ბინზნესის განვითარებისთვის სტანდარტების გამოყენების აუცილებლობის შესახებ.

უცხოელ ექსპერტებთან ერთად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს წარმოადგენლებმა მიმოიხილეს საერთაშორისო და ევროპული სტანდარტები, სტანდარტების გამოყენების უპირატესობები და მეტროლოგიის გავლენა ყოველდღიურ ცხოვრებასა და ბიზნესზე, ასევე დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს ახალი სერვისები, რომელსაც სააგენტო ახორციელებს ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში და მიმოიხილეს სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების გაუმჯობესების სამომავლო გეგმები.

 



<< უკან დაბრუნება
 
   

 

 

 


ეს პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ


 

 

 
     
   

       
       
       
       
       
 

 


  CopyRight © 2013
  საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო
  All Rights Reserved