ცნობადობის ამაღლების სემინარი სტანდარტებისა და მეტროლოგიის შესახებ ქ. ბათუმში

საქართველოს რეგიონებში სტანდარტებისა და მეტროლოგიის ცნობადობის ამაღლების ციკლის ფარგლებში  /წლის 20 აპრილს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სემინარი გაიმართამასში მონაწილეობა  ბათუმის მუნიციპალიტეტის  მოქმედმა მეწარმეებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიიღეს.

ქართული პროდუქტის შიდა და ევროპულ ბაზარზე განთავსების ხელშეწყობის მიზნით, ევროკავშირის დაფინანასებული პროექტი (,,საქართველოს სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარების მხარდაჭერა ვეროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად“) საქართველოს რეგიონებში  მეწარმეებისთვის 2016 წლის მარტში დაიწყო და თელავში, ფოთში,   ახალციხეში, ქუთაისსა და ბოლნისში სტანდარტებისა და მეტროლოგიის შესახებ ცნობადობის ამაღლების სემინარები უკვე ჩატარდა

ბათუმის მუნიციპალიტეტის მეწარეები გეგმავენ ბიზნესის გაფართოებას და საკუთარი პროდუქციის ევროპულ ბაზარზე გატანას. სწორედ მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ფრანგი ექპერტის მეტროლოგიის დარგში და სლოვაკი ექსპერტის სტანდარტიზაციის დარგში პრეზენტაციები. უცხოელ ექსპერტებთან ერთად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს წარმოადგენლებმა მიმოიხილეს საერთაშორისო და ევროპული სტანდარტები, სტანდარტების გამოყენების უპირატესობები და მეტროლოგიის გავლენა ყოველდღიურ ცხოვრებასა და ბიზნესზე, ასევე  გააცნეს სემინარზე დამსწრე საზოგადოებას სააგენტოს მეტროლოგიის ინსტიტუტის საერთაშორისო აღიარების მქონე ლაბორატორიების მომსახურებები და ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტით გათვალისწინებული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების გაუმჯობესების სამომავლო გეგმები.



<< უკან დაბრუნება
 
   

 

 

 


ეს პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ


 

 

 
     
   

       
       
       
       
       
 

 


  CopyRight © 2013
  საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო
  All Rights Reserved