ღონისძიება თემაზე „ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობა: სტანდარტიზაციის როლი“

GeoSTM-CCMC-ის ერთობლივი ღონისძიებაევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობა: სტანდარტიზაციის როლიდღეს 25 აპრილს თბილისში, სასტუმროქორთიარდ მერიოტშიგაიმართა. კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ, ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელმა ფრნაჩესკა მაცურომ, საქართველოს სატნდარტებისა და მეტროლოგიის გენერალურმა დირექტორმა დავით ტყემალაძემ და AECOM კონსორციუმის ლიდერებმა მიმართეს. ღონისძიებას 70-მდე ბიზნეს და სამთავრობო სექტორი დაესწრო.

ღონისძებაზე პრეზენტაციების სახით მიმოხილული იყო  ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება (DCFTA), რომელიც  წარმოადგენს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების (AA) მნიშვნელოვან ნაწილს. DCFTA ახდენს საქართველოს ეკონომიკურ დაახლოებას ევროკავშირთან და ქართული პროდუქციის გაცნობას ევროკავშირის ბაზარზე. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობისა და ინსტიტუტების ეტაპობრივ დაახლოებას ევროკავშირთან, რომელიც უკავშირდება სხვადასხვა ვაჭრობის სფეროებს. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის მეშვეობით შემდგომი ინტეგრაციის დონე მოიცავს ტარიფის შემცირებას და ასევე ტექნიკური ბარიერების აღმოფხვრას ვაჭრობაში, რაც ხშირად უფრო დიდი გამოწვევაა ვიდრე სატარიფო ბარიერები.

შეხვედრაზე აღინიშნა სტანდარტიზაციის როლი შეთანხმების (AA) ფარგლებში: საქართველო/ GeoSTM ახორციელებს ეროვნული სტანდარტიზაციის სისტემის განვითარებას  ევროპის სტანდარტიზაციის ორგანიზაციებთან (CEN, CENELEC) თანამშრომლობით და ევროკავშირის კანონმდებლობის გათვალისწინებით. ასევე,  უზრუნველყოფს ევროპული სტანდარტების (EN) ეტაპობრივად მიღებას საქართველოს სტანდარტებად, რაც ხელს უწყობს ადგილობრივი მრეწველობის/მცირე და საშუალო ბიზნესის ჩართულობის ზრდას შიდა და ევროპულ დონეზე სტანდარტიზაციის პროცესში და ასევე გაზრდის ევროპული სტანდარტებთან ხელმისაწვდომობას. 

ღონისძიება გაგრძელდა სემინარით თემაზე:ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობა: სტანდარტიზაციის როლი; CEN-CENELEC-ის მენეჯმენტის ცენტრის (CCMC) და სააგენტოს წარმომადგენლებმა  ისაუბრეს შემდეგ საკითხებზე: სტანდარტიზაციის პოლიტიკა, სტანდარტები და ინოვაცია:

  • საქართველოს პროგრესი სტანდარტიზაციის სფეროში;
  • ევროპული სტანდარტიზაციის კოორდინაცია;
  • ინოვაცია;
  • ტექნიკური კომიტეტების როლი სტანდარტების განვითარებაში.

 



<< უკან დაბრუნება
 
   

 

 

 


ეს პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ


 

 

 
     
   

       
       
       
       
       
 

 


  CopyRight © 2013
  საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო
  All Rights Reserved