საქართველოს ეკონომიკის და მდგრდი განვითარების სამინისტოს სსიპ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოში გაიმართება ტრენინგი საქართველოში მოქმედი საგამოცდო და საკალიბრო ლაბორატორიების თანამშრომლებისთვის თემაზე: „სასწორების და საწონების გამოყენება ლაბორატორიებში - ძირითადი პრინციპები, მომსახურება და ხარისხის უზუნველყოფა“.

ტრეინინგი გაიმართება 21-22 დეკემბერს  (11:00-15:00სთ). გთხოვთ რეგისტრაცია გაიარეთ მოცემულ ბმულზე: https://goo.gl/forms/PycRgs2GTkHNXujh1

სააგენტოს, მეტრლოგიის ინსტიტუტის მასისა და მასასთან დაკავშირებული სიდიდეების ეტალონური განყოფილების ექსპერტები ორი დღის განმავლობაში ჩაატარებენ ტრენინგებს სასწორებისა და საწონების გამოყენების შესახებ. ტრენინგის ფარგლებში მონაწილე სხვადასხვა ლაბორატორიების თანამშრომლები გაეცნობიან თეორიული ინფორმაცი,  მონაწილეობას მიიღებენ სააგენტოს მასისა და მასასთან დაკავშირებული სიდიდეების ლაბორატორიის პრაქტიკულ სწავლებაში და ასევე გაიმართება შესაბამისი აქტუალური საკითხების შესახებ დისკუსია.

ტერნინგი განკუთვნილია საქართველოში მოქმედი საგამოცდო და საკალიბრო ლაბორატორიების პერსონალისთვის. ტრეინინგის შედეგად მონაწილეები დაეუფლებიან თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას ლაბორატორიაში სასწორებისა და საწონების  სწორი ექსპუატაციის შესახებ.



<< უკან დაბრუნება
 
   

 

 

 


ეს პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ


 

 

 
     
   

       
       
       
       
       
 

 


  CopyRight © 2013
  საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო
  All Rights Reserved