ტრენინგი ,,ისო 50001-ენერგო მენეჯმენტის სისტემებზე“
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტოს, საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულმა სააგენტომ (GeoSTM) გაეროს სამრეწველო განვითარების ორგანიზაციასთან (UNIDO) ერთად და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მხარდაჭერით 22-23 თებერვალს გამართა ტრენინგი ,,ისო 50001-ენერგო მენეჯმენტის სისტემებზე“, ამ სფეროში მოქმედი სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის.
ღონისძიება გახსნეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირმა ქავთარაძემ, საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა, დავით ტყემალაძემ და UNIDO-ს პროექტოს ეროვნულმა ხელმძღვანელმა, ნინო ლაზაშვილმა.
ტრენინგი ჩატარდა UNIDO-ს "სასათბურე აირების გამოყოფის შემცირების საქართველოს სამრეწველო სექტორში გაუმჯობესებული ენერგოეფექტურობის" პროექტის ფარგლებში. ტრენინგის მიზანია დაეხმაროს საქართველოს საწარმოებს მუდმივად გაუმჯობესებადი ენერგოეფექტური ოპერაციებს დანერგვაში.
შეხვედრაზე მოწვეულმა მეწარმეებმა საერთაშორისო გამოცდილების ექსპერთა დახმარებით განიხილეს წარმოების ხარჯების შემცირებაში ენერგიის მართვის სისტემების დანერგვის და ელექტროძრავის სისტემების ოპტიმიზაციის საკითხები.
სასათბურე აირების გამოყოფის შემცირებასა და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების მიმართულებით ძალზედ მნიშვნელოვანია თემატური ტრენინგების ჩატარება, სწორედ ტრენინგი ,,ისო 50001-ენერგო მენეჯმენტის სისტემებზე“ ხელს უწყობს საქართველოს სამრეწველო სექტორში აღნიშნული საკითხებისადმი ცნობადობის გაზრდას.


<< უკან დაბრუნება
 
   

 

 

 


ეს პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ


 

 

 
     
   

       
       
       
       
       
 

 


  CopyRight © 2013
  საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო
  All Rights Reserved