ლექცია აგრარული უნივერსიტეტის სუდენტებთან ,,საერთაშორისო სტანდარტიზაციის სისტემების შესახებ“
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტოს, საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულმა სააგენტომ ევროკავშირის პროექტის ფარგლებში 14 მარტს გამართა ლექცია აგრარული უნივერსიტეტის სუდენტებთან ,,საერთაშორისო სტანდარტიზაციის სისტემების შესახებ“. 
აღნიშნული ლექცია გაიმართა ევროკავშირის ტვინინგის პროექტის „საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერა ევროკავშირი-საქართველოს DCFTA მოთხოვნების შემდგომი იმპლემენტაციის მიზნით“ ფარგლებში და გაუძღვა ლატვიის სტანდატების ინტსტიტუტის ხელმძღვანელი ინგარს პილმანისი. 
შეხვედრის მიზანი იყო აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებს მიეღოთ ინფორმაცია საერთაშორისო სტანდარტიზაციის სისტემების არსის, მისი როლის და მნიშვნელობის შესახებ,სტუდენტებისთვის ცნობადობის ამაღლება სტანდარტიზაციის კუთხით და მათი ჩართულობისა და კოლაბორაციის უზრუნველყოფა სააგენტოს პროექტებში. სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა სადისკუსიო პანელის ფორმატში ესაუბრათ სტანდარტიზაციის განვითარების შესაძლებლობებზე. სტანდარტიზაციის სფეროს განვითრებისთვის პროდუქტიული იყო ამ სფეროსთან ახლოს მყოფი აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად განხილვა სტანდარტიზაციის აქტუალური თემების. 


<< უკან დაბრუნება
 
   

 

 

 


ეს პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ


 

 

 
     
   

       
       
       
       
       
 

 


  CopyRight © 2013
  საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო
  All Rights Reserved