სააგენტოსა და ამერიკის “ტესტირებისა და მასალების ამერიკის საზოგადოებას” (ASTM) შორის მიმდინარე წლის მაისში ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლის შედეგადაც სააგენტო გახდა ASTM-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში (იხილეთ URL: https://www.astm.org/GLOBAL/mou). მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მემორანდუმის ფარგლებში, ასევე, განახორციელდა მისი კომერციელი დანართის შეთანხმება და ხელმოწერა მხარეების მიერ.

ზემოაღნიშნულის გათავლისწინებით, სააგენტო უფლებამოსილია საქართველოს ტერიტორიაზე მოახდინოს ASTM-ის 12 000-ზე მეტი სტანდარტების მიწოდება ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის ელექტრონულ (“PDF”) ფორმატში, ასევე, განახორციელოს ამ სტანდარტების ქართულენაზე თარგმნა და რეგისტრაცია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 



GEOSTM