სააგენტომ საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის 100%-იანი მაჩვენებელი აჩვენა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულმა სააგენტომ საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის 100%-იანი მაჩვენებელი აჩვენა და ღია საჯარო დაწესებულებების ოცეულში დასახელდა.
2018 წლის ყველაზე ღია და დახურული საჯარო დაწესებულებების შესახებ ანგარიში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა(IDFI) მ/წლის 3 მაისს გამოაქვეყნა.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი(IDFI) 2010 წლიდან ახდენს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მონიტორინგს საქართველოში. 2011 წელს IDFI-მ დაიწყო მონიტორინგის ფარგლებში წარმოებულ სტატისტიკურ მონაცემთა საფუძველზე საჯარო დაწესებულებათა შესაბამისი სიგელებით დაჯილდოება.
2010-2018 წლებშიIDFI-მ, საჯარო დაწესებულებებში, სულ 51,723 საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა დააგზავნა, რაზეც პასუხი 42,965 შემთხვევაში მიიღო.


<< უკან დაბრუნება
 
   

 

 

 


ეს პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ


 

 

 
     
   

       
       
       
       
       
 

 


  CopyRight © 2013
  საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო
  All Rights Reserved