GEOSTM-ის ეტალონური ლაბორატორიების საერთაშორისო აღიარება

საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ  სააგენტოში 2018 წლის 01-03 ოქტომბერს ჩატარდა სააგენტოს მეტროლოგიის ინსტიტუტის ეტალონური ლაბორატორიების საერთაშორისო შეფასება, უნდა აღინიშნოს რომ სააგენტომ საერთაშორისო აღიარებას უკვე მიაღწია 2014 წელს სამი მიმართულებით: ელექტროგაზომვები, მასა და ტემპერატურა. 2018 წელს მნიშვნელოვანად გაფართოვდა საერთაშორისო აღიარების დიაპაზონი როგორც არსებულ სფეროებში, ასევე დაემატა სრულიად ახალი მიმართულებები და საერთაშორისო აღიარებას სააგენტოს მეტროლოგიის ინსტიტუტმა მიაღწია შემდეგი მიმართულებებით: გეომეტრია (სიგრძის გაზომვები), მასა და მასთან დაკავშირებული სიდიდეები (მასა, მცირე მოცულობა, წნევა), ტემპერატურა და ტენიანობა, ელექტროგაზომვები, მაიონიზებელი გამოსხივება.

აღნიშნული შეფასება ჩატარდა მეტროლოგიის რეგიონალური ორგანიზაცის (COOMET) წევრი ქვეყნების მეტროლოგიის ინსტიტუტების ექსპერტების მიერ, შეფასებაში მონაწილეობა მიიღეს ექსპერტებმა გერმანიიდან, ლიეტუვიდან, ბელორუსიდან. სააგენტოს მეტროლოგიის ინსტიტუტის ეტალონურმა ლაბორატორიებმა - გეომეტრია (სიგრძის გაზომვები), მასა, მცირე მოცულობა, წნევა, ტემპერატურა და ტენიანობა, ელექტროგაზომვები, მაიონიზებელი გამოსხივება -  წარმატებით გაიარა შეფასება, რის საფუძველზეც მოხდა სააგენტოს მეტროლოგიის ინსტიტუტის დაკალიბრებისა და გაზომვის შესაძლებლობების საერთაშორისო აღიარება აღნიშნულ სფეროებში.

საქართველოსა და EU-ს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმება ითვალსიწინებს ქვეყანაში საერთაშორისო დონეზე აღიარებული ხარისხის ეროვნული ინფრასტრუქტურის და მისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტის მეტროლოგიის არსებობასა და განვითარებას საუკეთესო პრაქტიკის შესაბამსიად. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყანაში საერთაშორისო დონეზე აღიარებული მეტროლოგიური სერვისების ხელმისაწვდომობა  ხელს უწყობს ქვეყნის საექსოპრტო პოტენციალის გაზრდას, ეროვნული პროდუქციის შეღწევადობას საერთაშორისო ბაზრებზე.  სააგენტოს მეტროლოგიის ინსტიტუტის მიერ შემდეგ სფეროებში - გეომეტრია (სიგრძის გაზომვები), მასა და დაკავშირებული სიდიდეები (მასა, მცირე მოცულობა, წნევა), ტემპერატურა და ტენიანობა, ელექტროგაზომვები, მაიონიზებელი გამოსხივება (დოზიმეტრია) - გაცემული დაკალიბრების და გაზომვის სერტიფიკატები აღიარებულია საერთაშორისო დონეზე, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისათვის. საწარმოებს, ლაბორატორიებს სხვა დაინტერესებულ პირებს აღარ მოუწევთ გაზომვის საშუალებების საზღვარგარეთ გაგზავნა, რადგან აღნიშნული მომსახურება უკვე საქართველოშია ხელმისაწდვომი. ეს დაუზოგავს მათ ხარჯებს (დაკალიბრების ღირებულება, ტრანსპორტიების, საბაჟო და სხვა ხარჯები), რააც თავის მხრივ პროდუქციის კონურენტუნარიანობის ამაღლებას შეუწყობს ხელს.

საერთაშორისო აღიარებული სერვისები გეომეტრიული გაზომვების სფეროში მნიშვნელოვანია მშენებლობის სექტორში არსებული კომპანიებისათვის; მასის, მცირე მოცულობის (პიპეტების დაკალიბრება), ტემპერატურისა და ტენიანობის სფეროში აღიარებული სერვისები  მნიშვნელოვანია ფარმაცევთული მრეწველობისათვის, სურსათის სფეროსი არსებული საწარმოებებისათვის, საგამოცდო და საკალიბრო ლაბორატორიებისათვის; ელექტროგაზომვების სფეროში სერვისების აღიარება და გაფართოება მნიშვნელოვანია ისეთი საწარმოსათვის, როგორიცაა საქაერონავიგაცია, ასევე ელექტროსისტემები, გამანაწილებელი და დისტრიბუტორი კომპანიების, ხოლო მაინოზებელი გამოსხივება დაკავშირებულია ისეთ უმნიშვნელოვანეს სფეროებთან, როგორიცაა ჯანდაცვა და უსაფრთხოება.



<< უკან დაბრუნება
 
   

 

 

 


ეს პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ


 

 

 
     
   

       
       
       
       
       
 

 


  CopyRight © 2013
  საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო
  All Rights Reserved