მეწარმეებისთვის სტანდარტებისა და მეტროლოგიის ცნობადობის ამაღლების ციკლის ფარგლებში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან თანამშრომლობით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტომ 2019 წლის 21 თებერვალს გორში მეწარმეებისთვის სემინარი გამართა. მასში მონაწილეობა მიიღეს ბიზნეს-წრეების წამომადგენლებმა.
ქართული პროდუქტის შიდა და ევროპულ ბაზარზე განთავსების ხელშეწყობის მიზნით, ევროკავშირის დაფინანსებული პროექტი „საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერა ევროკავშირი-საქართველოს DCFTA მოთხოვნების შემდგომი იმპლემენტაციის მიზნით“ დაიწყო ცნობადობის ამაღლების სემინარები მეწარმეებისთვის სტანდარტებისა და მეტროლოგიის შესახებ საქართველოს რეგიონებში. აღნიშნული სემინარი ემსახურებოდა სტანდარტებისა და მეტროლოგიის სფეროს პოპულარიზაციას და ინფრომაციის გავრცელებას იმის შესახებ, რომ საერთაშორისო სტანდარტების და მეტროლოგიური მომსახურების გაწევის გარეშე, პროდუქციისა და სერვისების გლობალური ქსელი იწვევს უნდობლობას, ყოველდღიური ცხოვრება სტანდარტებისა და მეტროლოგიის გარეშე საკმაოდ რთულია: დაწყებული ტექნიკური მოწყობილობებით, საოფისე და საყოფაცხოვრებო ნივთებით და დასრულებული გაწეული სერვისებით, სტანდარტები და მეტროლოგია აუცილებელია წარმოებული პროდუქციისა და და გაწეული სერვისის მიწოდების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საიმედოობისთვის და ფუნქციონალური თავსებადობისთვის.
ღონისძიებაზე დამსწრე მეწარეები გეგმავენ ბიზნესის გაფართოებას და საკუთარი პროდუქციის ევროპულ ბაზარზე გატანას. სწორედ მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო დანიის მეტროლოგიის ინსტიტუტის ექსპერტის პრეზენტაცია მეტროლოგიის როლზე ქვეყნის ინდუსტრიის განვითარების კუთხით, აგრეთვე ბრიტანეთის სტანდარტების ინსტიტუტის ექსპერტის პრეზენტაცია ბინზნესის განვითარებისთვის სტანდარტების გამოყენების აუცილებლობის შესახებ.
უცხოელ ექსპერტებთან ერთად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს წარმოადგენლებმა მიმოიხილეს საერთაშორისო და ევროპული სტანდარტები, სტანდარტების გამოყენების უპირატესობები და მეტროლოგიის გავლენა ყოველდღიურ ცხოვრებასა და ბიზნესზე, ასევე დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს ახალი სერვისები, რომელსაც სააგენტო ახორციელებს ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში და მიმოიხილეს სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების გაუმჯობესების სამომავლო გეგმები.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით 5 მარტს გაიმართა ღია კარის დღე.
ღია კარის დღის ღონისძიება წარმოადგენდა უნიკალურ შესაძლებლობას ბიზნესის, აკადემიური და სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლებისთვის ადგილზე გაცნობოდნენ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს სერვისებს, მიეღოთ დეტალური თეორიული და პრაქტიკული ინფორმაცია ეროვნული სააგენტოს ექსპერტებისგან სხვადასხვა სფეროში: სტანდარტიზაციის, ელექტროობის, თერმომეტრიის, მასის, წნევის, რადიაციის, აკუსტიკის, გეომეტრიული გაზომვების, მექანიკისა და ფიზ-ქიმიის.
დღის განმავლობაში განხორციელდა შემდეგი აქტივობები:
• ღონისძიების მონაწილე სტუდენტებისთვის ჩატარდება საერთაშორისო ექსპერტების მიერ ლექცია-სემინარები სტანდარტიზაციისა და მეტრლოლოგიის თემაზე, მათი ინფორმირებულობის ამაღლებისა და ჩართულობის მიზნით. 
• განხორციელდება საინფორმაციო შეხვედრები საერთაშორისო აღიარებულ ლაბორატორიებში მოწვეული მეწამეებისა და ექსპერტების მონაწილეობით.
• შესაძლებლობა მიეცათ 69-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს დასწრებოდნენ შემეცნებით სემინარებს რადიოფიზიკის, ოპტიკისა და აკუსტიკისა და ფიზ-ქიმიის ლაბორატორიებში, გაიმართა მათთვის პრეზენტაციები და საჩვენებელი საკალიბრო სამუშაოები.
• მოწვეული სტუმრებისთვის და ევოკავშირის წარმომადგენლობისთვის ძალზედ საინტერესო იყო გაცნობოდნენ ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებულ საქმიანობას და მიღწეულ შედეგებს.



GEOSTM