გაუმჯობესებული ხანძარსაწინააღმდეგო სიგნალიზაციის სისტემები უსაფრთხო შენობებისთვის
ისო 7240-14 სტანდარტი ხანძარსაწინააღმდეგო და გამაფრთხილებელი სისტემების დიზაინისა და მონტაჟის შესახებ ხელს უწყობს სიცოცხლის გადარჩენას და საკუთრებისა და გარემოს დაცვას.
ისო 7240-14 სტანდარტი საშუალებას აძლევს შენობების მცხოვრებლებს ხანძრის ადრეულ ენატპზე მიიღონ გაფრთხილება ხანძრის აღმომჩენი და განგაშის სისტემების მეშეობით. რაც უფრო ადრე შეგვიძლია ხანძრის დადგენა, მით მეტი შანსი გვაქვს ადამიანის და მატერიალური დანაკარგების შემცირებისა.
იხილეთ ლინკი სსტ ისო 7240-14:2013/2020 – ხანძრის აღმოჩენისა და გამაფრთხილებელი სისტემები – ნაწილი 14: ხანძარსაწინააღმდეგო და გამაფრთხილებელი სისტემების დიზაინი, მონტაჟი და მომსახურება .
საქართველოში ისო-ს სტანდარტებზე ხელმისაწვდომობის ზრდისთვის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო (GeoSTM) პერიოდულად ახდენს საერთაშორისო სტანდარტების რეგისტრაციას საქართველოს სტანდარტად, ასევე აქტუალური სტანდარტების ქართულ ენაზე თარგმნას და სტანდარტიზაციის ეროვნული კომიტეტების ჩართულობით მიღებას.
ყველა სტანდარტი ხელმისაწვდომია სააგენტოს საქართველოს სტანდარტების ელექტრონული პლატფორმის SST.GeoSTM.GOV.GE მეშვეობით.