ვაჭრობა ფასიანი ქაღალდებით – ისო 10962:2021
გლობალური მასშტაბით ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობისას უსაფრთხო გარიგება დამოკიდებულია საიმედო კოდებზე. საიმედო კოდებიდან ერთ–ერთია ისო სტანდარტით განსაზღვრული CFI კოდების სია (ფინანსური ინსტრუმენტების კლასიფიკაცია).
ისო 10962, ფასიანი ქაღალდები და მასთან დაკავშირებული ფინანსური ინსტრუმენტები- ფინანსური ინსტრუმენტების კლასიფიკაციის (CFI) კოდი.
CFI გამოიყენება ფინანსური ინსტრუმენტების (როგორიცაა: ფულადი სახსრები, დერივატივები ან უცხოური ვალუტა) კლასიფიკაციისთვის. სტანდარტი პირველად 1997 წელს გამოქვეყნდა ფინანსური ინსტრუმენტების გლობალური კლასიფიკაციით.
CFI კოდების საშუალებით შესაძლებელია მსოფლიოში ფინანსური ინსტრუმენტების მონაცემების უკეთესად და ზუსტად აღმოჩენა, შედარება და აგრეგაცია. CFI კოდები იძლევა ზუსტი ანგარიშგების, დროის დაზოგვის და შეცდომების შემცირების საშუალებას და შეესაბამება გლობალური საბანკო რეგულირების მოთხოვნებს.
CFI კოდებს იყენებენ ფინანსური იდენტიფიკატორების გამცემები, ფინანსური მომსახურების ფირმები- ფინანსური ინსტრუმენტების სწორად იდენტიფიცირებისა და კლასიფიკაციისთვის. სტანდარტი რელევანტურია საფონდო ბირჟების, ბანკების, ბროკერების, მარეგულირებელ ორგანოებისა და ფასიან ქაღალდებში ჩართული ნებისმიერი სხვა ინსტიტუტებისთვის.
ისო 10962-ის უახლესი ვერსია იქნება ყოველთვის განახლებული და მოახდენს რეაგირებას ინდუსტრიის საჭიროებებზე. საქართველოში ისო-ს სტანდარტებზე ხელმისაწვდომობის ზრდისთვის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო (GeoSTM) პერიოდულად ახდენს საერთაშორისო სტანდარტების რეგისტრაციას საქართველოს სტანდარტად, ასევე აქტუალური სტანდარტების ქართულ ენაზე თარგმნას და სტანდარტიზაციის ეროვნული კომიტეტების ჩართულობით მიღებას.
იხილეთ სსტ ისო 10962:2021/2021 – ფასიანი ქაღალდები და მასთან დაკავშირებული ფინანსური ინსტრუმენტები- ფინანსური ინსტრუმენტების (CFI) კოდის კლასიფიკაცია ლინკი https://sst.geostm.gov.ge/2E3517AA-B0D2-474D-994A…
ყველა სტანდარტი ხელმისაწვდომია სააგენტოს საქართველოს სტანდარტების ელექტრონული პლატფორმის SST.GeoSTM.GOV.GE მეშვეობით.