ლიეტუვის  პროექტი   ,,მდგრადი გარემოს განვითარება გაზომვების გზით” ტემპერატურისა და ტენიანობის მიმართულებით
ლიეტუვის პროექტი ,,მდგრადი გარემოს განვითარება გაზომვების გზით” ტემპერატურისა და ტენიანობის მიმართულებით

ლიეტუვის პროექტი ,,მდგრადი გარემოს განვითარება გაზომვების გზით” ტემპერატურისა და ტენიანობის მიმართულებით

ლიეტუვის პროექტი ,,მდგრადი გარემოს განვითარება გაზომვების გზით” ტემპერატურისა და ტენიანობის მიმართულებით

🇱🇹🇬🇪 ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამის „თანამშრომლობა განვითარების სფეროში“ ფარგლებში, ერთ-ერთ პრიორიტეტული მიმართულებაა სექტორული თანამშრომლობა სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის სფეროში. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოში 2021 წ. წარმატებით განხორციელდა ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტი ,,მდგრადი გარემოს განვითარება გაზომვების გზით”. პროექტი ითვალისწინებს ტემპერატურისა და ტენიანობის მიმართულებით სააგენტოს მეტროლოგიური სერვისების გაუმჯობესებასა და თანამშრომლებისათვის ტრენინგების/სემინარების ჩატარებას.

პროექტის ფარგლებში სააგენტოს მეტროლოგიის ინსტიტუტის ტემპერატურისა და ტენიანობის ეტალონურ განყოფილებას გადმოეცა ეტალონური ხელსაწყო Melting Point Of Gallium Cell – გალიუმის უჯრედის დნობის რეპერული წერტილი, რომელის მეშვეობითაც მოხდება ტემპერატურის ერთეულის სახელმწიფო ეროვნული ეტალონის შემდგომი მოდერნიზაცია.

მ/წლის 28 ოქტომბერს სააგენტოში აღნიშნული პროექტის ფარგლებში იმყოფებოდა საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩის მოადგილე ბატონი საულიუს ვალაინისი. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს პროექტის მიმდინარეობა, თანამშრომლობის წარმატებული გამოცდილება მეტროლოგიისა და სტანდარტიზაციის სფეროში და სამომავლო გეგმები.

Please scroll down for english 👇


Within the framework of the program “Development Cooperation” of the Ministry of Foreign Affairs of Lithuania, one of the priority areas is sectoral cooperation in the field of standardization and metrology.

In 2021, in Georgian National Agency for Standards and Metrology of the Ministry of Economy and Sustainable Development of Georgia was successfully implemented the project “Development of a Sustainable Environment through Measurements” funded by the Lithuanian Ministry of Foreign Affairs. The project envisages improving GEOSTM’s metrological services in the field of temperature and humidity and conducting trainings / seminars for the staff.

Within the framework of the project, the measurement standard-  fixed point – Melting Point of Gallium (cell and maintaining equipment) – was handed over to the Temperature and Humidity Reference Division of GEOSTM Metrology Institute, through which the State/National etalon of  unit of temperature will be further modernized.

On October 28, Mr. Saulius Valainis, Deputy Head of Mission of the Embassy of the Republic of Lithuania to Georgia visited GEOSTM in the framework of the project. At the meeting, parties discussed the progress of the project, the successful experience of cooperation in the field of metrology and standardization and future plans.