მიიღეთ საუკეთესო ბიზნესთანამშრომლობიდან
მიიღეთ საუკეთესო ბიზნესთანამშრომლობიდან

მიიღეთ საუკეთესო ბიზნესთანამშრომლობიდან

გამოქვეყნდა ახალი სახელმძღვანელო მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის  (MSME)

გაზრდილი კონკურენტუნარიანობა, მეტი მსყიდველობითი უნარი,  მეტი ეფექტურობა და ინოვაციური იდეები ბიზნესის სამყაროში თანამშრომლობის მხოლოდ რამდენიმე უპირატესობაა.

ისო 44003, კოლაბორაციული ბიზნესთანამშრომლობის მენეჯმენტი – სახელმძღვანელო მითითებები მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ფუნდამენტური პრინციპების განხორციელების შესახებ, მიზნად ისახავს დაეხმაროს მცირე კომპანიებს მიიღონ სარგებელი  ახალი კავშირებისა და პარტნიორობის შედეგად. სტანდარტი მოიცავს რისკებისა და რესურსების გაზიარებას, ცოდნისა და ექსპერტიზის გამოყენებას, ახალ ბაზრებზე გასვლას, კვლევისა და განვითარების შესაძლებლობას.

სტანდარტი იძლევა მითითებებს თანამშრომლობითი საქმიანი ურთიერთობის 12 პრინციპის შესახებ, როგორც ეს მოცემულია ტექნიკურ ანგარიშში ISO / TR 44000, წარმატებული კოლაბორაციული ბიზნესურთიერთობების მართვის პრინციპები.

ისო 44003 მოიცავს სფეროების ფართო სპექტრს, მათ შორის: ბიზნესის მიზნებს, მმართველობას, რისკის მენეჯმენტს და ა.შ. იგი გამოიყენება ყველა სახის MSME- სთვის, განურჩევლად მათი სექტორის, მოქმედი გარემოს, სოციალური კაპიტალისა და მიზნებისა. სტანდარტი არის უახლესი ISO / TR 44000 სერიიდან, რომელიც მოიცავს ისო 44001– კოლაბორაციული ბიზნესთანამშრომლობის მენეჯმენტსი სისტემები – მოთხოვნები და ჩარჩო და ისო 44002 – კოლაბორაციული ბიზნესთანამშრომლობის მენეჯმენტი სისტემები  – სახელმძღვანელო პრინციპები ისო 44001 დანერგვის შესახებ.

საქართველოში ისო-ს სტანდარტებზე ხელმისაწვდომობის ზრდისთვის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო (GeoSTM) პერიოდულად ახდენს საერთაშორისო სტანდარტების რეგისტრაციას საქართველოს სტანდარტად, ასევე აქტუალური სტანდარტების ქართულ ენაზე თარგმნას და სტანდარტიზაციის ეროვნული კომიტეტების ჩართულობით მიღებას.

ყველა სტანდარტი ხელმისაწვდომია სააგენტოს საქართველოს სტანდარტების ელექტრონული  პლატფორმის  SST.GeoSTM.GOV.GE  მეშვეობით.