COOMET-ი ეროვნული მეტროლოგიური უწყებების ევრო-აზიური თანამშრომლობა 30 წლისაა
COOMET-ი ეროვნული მეტროლოგიური უწყებების ევრო-აზიური თანამშრომლობა 30 წლისაა

COOMET-ი ეროვნული მეტროლოგიური უწყებების ევრო-აზიური თანამშრომლობა 30 წლისაა

ეროვნული მეტროლოგიური უწყებების ევრო-აზიური თანამშრომლობის (COOMET) ისტორია უკვე სამ ათწლეულს ითვლის. 30 წლის წინ, 1991 წლის 12 ივნისს, ხუთი ქვეყნის მეტროლოგიის ეროვნული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ვარშავაში ხელი მოაწერეს COOMET-ის ურთიერთგაგების მემორანდუმს. COOMET-ი აერთიანებს ევრო – აზიის რეგიონის 21 ქვეყნის ეროვნულ მეტროლოგიურ ინსტიტუტს.

2006 წლიდან საქართველო შეუერთდა ეროვნული მეტროლოგიური უწყებების ევრო-აზიური თანამშრომლობის მემორანდუმს.

2018 წელს, სწორედ მეტროლოგიის რეგიონალური ორგანიზაცის COOMET-ის წევრი ქვეყნების მეტროლოგიის ინსტიტუტების ექსპერტების მიერ ჩატარებული საერთაშორისო შეფასების შედეგად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ- საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მეტროლოგიის ინსტიტუტმა მიაღწია საერთაშორისო აღიარებას  შემდეგი ახალი მიმართულებებით:

🌐გეომეტრია (სიგრძის გაზომვები),

🌐მასა და მასთან დაკავშირებული სიდიდეები (მასა, მცირე მოცულობა, წნევა);

🌐ტემპერატურა და ტენიანობა,;

🌐ელექტროგაზომვები;

🌐მაიონიზებელი გამოსხივება.

ქვეყანაში საერთაშორისო დონეზე აღიარებული მეტროლოგიური სერვისების ხელმისაწვდომობა  ხელს უწყობს ქვეყნის საექსოპრტო პოტენციალის გაზრდას, ეროვნული პროდუქციის შეღწევადობას საერთაშორისო ბაზრებზე. ეროვნული სააგენტოს მეტროლოგიის ინსტიტუტის მიერ ზემოაღნიშნულ სფეროებში გაცემული დაკალიბრების და გაზომვის სერტიფიკატები აღიარებულია საერთაშორისო დონეზე.