მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სტანდარტი კვლავ რელევანტურია
მსოფლიოში მილიონობით ორგანიზაციის მიერ გამოყენებულმა ისო 9001 ხარისხის გლობალურმა სტანდარტმა “ხარისხის მენეჯმენტის სისტემები – მოთხოვნები” ახლახანს გადალახა “ფიტნეს სერთიფიკატი”(“Warrant of fitness”).
ისო-ს ყველა სტანდარტის მსგავსად, ისო 9001 სისტემატურად ხუთ წელიწადში ერთხელ გადაიხედება, რომ დადგინდეს სტანდარტი არის რელევანტური თუ საჭიროებს განახლებას.
ეს მნიშვნელოვანია იმის უზრუნველსაყოფად, რომ დადგინდეს სტანდარტი კვლავ გლობალური მნიშვნელობით რელევანტურია და აკმაყოფილებს მისი მომხმარებლების საჭიროებებს.
SC 2-მა (ISO/TC 176/SC 2) ხარისხის სისტემებზე პასუხისმგებელმა ქვეკომიტეტმა, რომელიც მუშაობს ტექნიკური კომიტეტის ISO / TC 176 – ხარისხის მენეჯმენტისა და ხარისხის უზრუნველყოფის ქვეშ, ჩაატარა მრავალი ღონისძიება, მათ შორის: დისკუსიები კომიტეტის წევრებთან და ისო 9001- ის მომხმარებლების კვლევა. შედეგად, არანაირი ცვლილება არ გახდა საჭირო და ისო 9001-ის უახლესი ვერსია, რომელიც 2015 წელს განახლდა ბოლოს, კვლავ განაგრძობს სტანდარტის განმახორციელებლისთვის იგივე მნიშვნელობით მოწოდებას.
იხილეთ ლინკი –სსტ ისო 9001:2015/2015 – ხარისხის მენეჯმენტის სისტემები – მოთხოვნები
საქართველოში ისო-ს სტანდარტებზე ხელმისაწვდომობის ზრდისთვის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო (GeoSTM) პერიოდულად ახდენს საერთაშორისო სტანდარტების რეგისტრაციას საქართველოს სტანდარტად, ასევე აქტუალური სტანდარტების ქართულ ენაზე თარგმნას და სტანდარტიზაციის ეროვნული კომიტეტების ჩართულობით მიღებას.
ყველა სტანდარტი ხელმისაწვდომია სააგენტოს საქართველოს სტანდარტების ელექტრონული პლატფორმის SST.GeoSTM.GOV.GE მეშვეობით.