სააგენტოს ფიზიკურ-ქიმიურ განყოფილებაში დაინერგა ახალი სერვისი : დენსიმეტრების, არეომეტრების, სპირტმზომების და შაქარმზომების დაკალიბრება
საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოში დაინერგა ახალი სერვისი – დენსიმეტრების, არეომეტრების, სპირტმზომების და შაქარმზომების დაკალიბრება.
სააგენტოში მივიღეთ ეტალონური აპარატურა სანიმუშო დენსიმეტრი (Density Meter Anton Paar DMA 1001), რომელიც სააგენტოს ფიზ-ქიმიური გაზომვების ეტალონურ ლაბორატორიას გადმოეცა გერმანული რეგიონალური პროექტის ფარგლებში.
სააგენტოს სპეციალისტებმა გერმანელ ექსპერტებთან თანამშრომლობით შეიმუშავეს დაკალიბრების პროცედურა – პირდაპირი შედარების მეთოდი:
- ეტალონურ დენსიმეტრზე იზომება შესაბამისი დიაპაზონის ხსნარების სიმკვრივე და კონცენტრაცია;
- იგივე ხსნარების სიმკვრივე და კონცენტრაცია იზომება დასაკალიბრებელი დენსიმეტრით, არეომეტრით, სპირტმზომით ან შაქარმზომით.
- მიღებული მონაცემები შედარდება და გადამუშავდება, რის საფუძველზე გაიცემა დაკალიბრების სერტიფიკატი.
იხილეთ ახალი სერვისის შესახებ ვიდეო რგოლების ლინკები: ლინკი ; ლინკი.