სააგენტოს ფიზიკურ-ქიმიურ განყოფილებაში დაინერგა ახალი სერვისი : დენსიმეტრების, არეომეტრების, სპირტმზომების და შაქარმზომების დაკალიბრება

საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოში დაინერგა ახალი სერვისი –  დენსიმეტრების, არეომეტრების, სპირტმზომების და შაქარმზომების დაკალიბრება.

სააგენტოში მივიღეთ ეტალონური აპარატურა სანიმუშო დენსიმეტრი  (Density Meter Anton Paar DMA 1001), რომელიც  სააგენტოს ფიზ-ქიმიური გაზომვების ეტალონურ ლაბორატორიას გადმოეცა გერმანული რეგიონალური პროექტის ფარგლებში.

სააგენტოს სპეციალისტებმა გერმანელ ექსპერტებთან თანამშრომლობით შეიმუშავეს დაკალიბრების პროცედურა – პირდაპირი შედარების მეთოდი:

  • ეტალონურ დენსიმეტრზე იზომება შესაბამისი დიაპაზონის ხსნარების სიმკვრივე და კონცენტრაცია;
  • იგივე ხსნარების სიმკვრივე და კონცენტრაცია  იზომება დასაკალიბრებელი დენსიმეტრით, არეომეტრით, სპირტმზომით ან შაქარმზომით.
  • მიღებული მონაცემები შედარდება და გადამუშავდება, რის საფუძველზე გაიცემა დაკალიბრების სერტიფიკატი.

იხილეთ ახალი სერვისის შესახებ ვიდეო რგოლების ლინკები:  ლინკი ; ლინკი.