GEOSTM-ის ტვინინგ პროექტი გახსნის ღონისძიება
მ/წლის 13 აპრილს ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების (ტვინინგ) პროექტის “საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს (GEOSTM) ინსტიტუციური და ადამიანური შესაძლებლობების გაძლიერება საერთაშორისო/ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად” გახსნის ღონისძიება გაიმართა.
პროექტის გახსნას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, საქართველოს საგარეო საქმეეთა სამინისტროს მინისტრის მოადგილე, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, საქართველოში იტალიისა და ესპანეთის საელჩოს, საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს, პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციების: იტალიის მეტროლოგის ინსტიტუტისა და ესპანეთის სტანდარტიზაციის ასოციაციის, ბიზნეს სექტორის და სხვა პარტნიორი უწყებების წარმომდაგენლები დაესწრნენ.
პროექტი მიზნად ისახავს:
საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერას ადმინისტრაციული, ადამიანური და ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერებაში ევროპულ/საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად;
მეტროლოგიისა და სტანდარტიზაციის სფეროებში საქართველოს საკანონმდებლო ბაზის დაახლოებას ევროკავშირის შესაბამის რეგულაციებთან/დირექტივებთან.
მეტროლოგიის სფეროში კომპანიებისთვის, ლაბორატორიებისთვის, მარეგულირებელი ორგანოებისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის GEOSTM-ის სერვისების გაზრდას, განსაკუთრებით EN ISO/IEC 17025:2017 და EN ISO 17034:2016 შესაბამისად.
სტანდარტიზაციის სფეროში GEOSTM-ის შესაძლებლობების განვითარებას DCFTA-ის მოთხოვნების შესასრულებლად და სტანდარტიზაციის პროცესში დაინტერესებული მხარეების ჩართულობის გაზრდას.
GEOSTM-ის ჩართულობის გაზრდას საერთაშორისო/რეგიონულ მეტროლოგიისა და სტანდარტიზაციის ორგანიზაციებში და R&D შესაძლებლობების გაძლიერებას მეტროლოგიის სფეროში ევროპულ პროგრამებში ინტეგრაციის გზით.
ღონისძიებაზე მხარეებმა პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი საქმიანობის პრეზენტაცია გამართეს. 24 თვის განმავლობაში, იტალიის მეტროლოგიის ინსტიტუტი (INRIM), იტალიის სტანდარტიზაციის ორგანო (UNI), ესპანეთის სტანდარტიზაციის ასოციაცია (UNE), საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად იმუშავებენ ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული, ადამიანური და ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით DCFTA-ის მოთხოვნების შემდგომ განხორციელებაში.
აღინიშნა, რომ ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტი “საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს (GEOSTM) ინსტიტუციური და ადამიანური შესაძლებლობების გაძლიერება საერთაშორისო/ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად” მიზნად ისახავს საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების (AA) და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) კონტექსტში საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობას, სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის ინფრასტრუქტურისა და სერვისების შემდგომ გაძლიერებას ევროპული/საერთაშორის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად; აგრეთვე საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერას შესაძლებლობებისა და კომპეტენციების გაძლიერების მიზნით და ხარისხის ეროვნული ინფრასტრუქტურის (NQI) განვითარების ხელშეწყობას.
იხილეთ ღონისძიების ვიდეოს ლინკი https://youtu.be/39HR7Woh8QY