შეხვედრა სასურსათო პროდუქციისა და მშენებლობის სფეროში მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებთან
შეხვედრა სასურსათო პროდუქციისა და მშენებლობის სფეროში მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებთან

შეხვედრა სასურსათო პროდუქციისა და მშენებლობის სფეროში მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებთან

შეხვედრა სასურსათო პროდუქციისა და მშენებლობის სფეროში მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებთან

🔷მ/წლის 25-26 ივლისს ,,ონლაინ“ ფორმატში გაიმართა სასურსათო პროდუქციისა და მშენებლობის სფეროში მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა.

🔹ღონისძიების მიზანი იყო „სასურსათო პროდუქტების ანალიზისა“ და „სტრუქტურული ევროკოდების“ საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი ექსპერტების სტანდარტიზაციიის ევროპულ კომიტეტებში გაწევრიანების, კომიტეტებში მუშაობის, ფუნქციებისა და ვალდებულებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და სამომავლო გეგმების დასახვა.

🔹შეხვედრას წინ უძღოდა საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიიის ეროვნული სააგენტოს (GEOSTM) სტანდარტების დეპარტამენტისა 📊📑ევროკავშირის დაძმობილების (Twinning) პროექტის („საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს (GEOSTM) ინსტიტუციური და ადამიანური შესაძლებლობების გაძლიერება საერთაშორისო/ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად“ ფარგლებში, იტალიის სტანდარტიზაციის ორგანოს (UNI) ექსპერტებთან ერთად განახორციელებული სამუშაოები, რომლის საფუძველზე მიზანშეწონილად ჩაითვალა (საწყის ეტაპზე) მონაწილეობის მიღება შემდეგი სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტების საქმიანობაში: 🔹CEN/TC 250 სტრუქტურული ევროკოდები („ევროკოდი 0“; „ევროკოდი 7“) და 🔹CEN/TC 275 სასურსათო პროდუქტების ანალიზი – ჰორიზონტალური მეთოდები.

შეხვედრის მონაწილეებს სააგენტოს სტანდარტების დეპარტამენტის დირექტორმა სულხან ტაბაღუამ იტალიის სტანდარტიზაციის ორგანოს (UNI) და დაძმობილების (Twinning) პროექტის ექპერტებთან დანიელე ჯერუნდინოს, ელენა მოკიოსა და მარკო დე გრეგორიოსთან ერთად წარუდგინეს პრეზენტაციები ,,საქართველოს დაინტერესებული მხარეების ტექნიკური ექსპერტების მონაწილეობა ევროკავშირის (CEN-CENELEC) ტექნიკური კომიტეტების საქმიანობაში“.

🔹შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო მიმდინარე აქტივობები, მონაწილეების მხრიდან დაისვა კითხვები და გამოითქვა სურვილი ევროპული კომიტეტების საქმიანობაში მონაწილეობის, ასევე, დაისახა სამუშაო გეგმები დაინტერესებული პირების ევროპულ კომიტეტებში გაწევრიანების შემდგომი ხელშეწყობისავთის.

#geostm

#twinning

#TC