სამუშაო შეხვედრები ,,სასურსათო პროდუქციისა“ და „სტრუქტურული ევროკოდების“ საკითხებზე

მ/წლის 19-20 სექტემბერს საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოშო ევროკავშირის დაძმობილების (Twinning)  პროექტის „საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს (GEOSTM) ინსტიტუციური და ადამიანური შესაძლებლობების  გაძლიერება საერთაშორისო/ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად“ ფარგლებში, გაიმართა მორიგი სამუშაო შეხვედრები ,,სასურსათო პროდუქციისა“ და „სტრუქტურული ევროკოდების“ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

შეხვედრის მიზანი იყო შესაბამის სფეროებში სტანდარტიზაციის ევროპულ კომიტეტებში (CEN/TC  250; CEN/TC 275) ადგილობრივი ექსპერტების მონაწილეობისა და  ეროვნული სარკისებრივი კომიტეტების (NMC) შექმნის საკითხები.

შეხვედრის მონაწილეებს სააგნტოოს სტანდარტების დეპარტამენტის დირექტორმა სულხან ტაბაღუამ  მიაწოდა ინფორმაცია სტანდარტიზაციის ევროპულ ორგანიზაციების კომიტეტები ჩართულობისათვის განხორციელებული და მიმდინარე პროცესების შესახებ. ხოლო, პროექტის ფარგლებში მოწვეულმა ექსპერტებმა, იტალიის სტანდარტიზაციის ორგანოდან (UNI) დანიელე ჯერუნდინომ, ელენა მოკიომ,  მარკო დე გრეგორიომ  მონაწილეებს წარუდგინეს პრეზენტაციები ევროპული კომიტეტების (CEN/TC 250 სტრუქტურული ევროკოდები და CEN/TC 275 სასურსათო პროდუქტების ანალიზი – ჰორიზონტალური მეთოდები) მუშაობისა და პრაქტიკის შესახებ, ასევე, ყურადღება გამახვილა აღნიშნული კუთხით იტალიის გამოცდილებაზე.