ტრენინგი თემაზე ,,ევროპული სტანდარტები სამშენებლო პროდუქტებზე – ცემენტი, არმატურა, თაბაშირ-მუყაო“

მ/წლის 27 ოქტომბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს (GEOSTM) ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი თემაზე ,,ევროპული სტანდარტები სამშენებლო პროდუქტებზე – ცემენტი, არმატურა, თაბაშირ-მუყაო“ .

🔹აღნიშული ღონისძიება განხორციელდა🇬🇪🇪🇺 GEOSTM-ის და ევროკავშირის დაძმობილების (Twinning) პროექტის „საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს (GEOSTM) ინსტიტუციური და ადამიანური შესაძლებლობების გაძლიერება საერთაშორისო/ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად“ ფარგლებში.

🔹ღონისძიების მიზანი იყო სამშენებლო პროდუქტები მწარმოებელი/იმპორტიორი ორგანიზაციებისათვის ევროპულ სტანდარტებზე და მშენებლობის სფეროში არსებულ რეგულაციებზე ინფორმაციის მიწოდება.

🔹ღონისძიების მონაწილეებს GEOSTM-ის და ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს (MSA) წარმომადგენლებმა გააცნეს საქართველოში ასრებული სტანდარტების, საკანონმდებლო მოთხოვნები და მათი აღსრულების გზები.

🇪🇺ევროკავშირის დაძმობილების (Twinning) პროექტის „საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს (GEOSTM) ინსტიტუციური და ადამიანური შესაძლებლობების გაძლიერება საერთაშორისო/ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად“ მიერ გამართული ღონიძიების ფარგლებში მოწვეული იყო იტალიის სტანდარტიზაციის ორგანოს (UNI) ექსპერტი, რომელმაც აუდიტორიას წარუდგინა პრეზენტაცია სამშენებლო პროდუქტებზე არსებულ ევროპულ რეგულაციაზე No.305/2011 და ჰარმონიზებული ევროპული სტანდარტების (EN 197-1, EN 413-1, EN 14216, EN 15743, EN 12467:2012+A2:2018) მნიშვნელობაზე.