GEOSTM გახდა EURAMET-ის ასოცირებული წევრი
GEOSTM გახდა EURAMET-ის ასოცირებული წევრი

GEOSTM გახდა EURAMET-ის ასოცირებული წევრი

GEOSTM გახდა EURAMET-ის ასოცირებული წევრი

🔷GEOSTM გახდა EURAMET-ის ასოცირებული წევრი
🔹საქართველოს მიერ 2022 წლის 3 მარტს 🇪🇺🇬🇪 ევროკავშირში გაწევრიანებაზე თაობაზე განაცხადის წარდგენის შემდეგ 2022 წლის 23 ივნისს საქართველოს მიენიჭა ევროპული პერსპექტივა. ეს პრივილეგია საქართველოს დღის წესრიგში აყენებს უფრო მაღალ ვალდებულებებს და მისწრაფებებს ევროკავშირთან დაახლოების და ინტეგრაციის კუთხით.
🔷ამ შესაძლებლობისა და ვალდებულებებიდან გამომდინარე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულმა სააგენტომ (GEOSTM) დაიწყო ევროპული მეტროლოგიის რეგიონალურ ორგანიზაციაში EURAMET-ში (THE EUROPEAN ASSOCIATION OF NATIONAL METROLOGY INSTITUTES) გაწევრიანების პროცესი.
🔷2022 წლის ნოემბერში საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს (GEOSTM) მეტროლოგიის ინსტიტუტი გახდა EURAMET-ის ასოცირებული წევრი.
🔹EURAMET-ის წევრობა GEOSTM-ს საშუალებას აძლევს ითანამშრომლოს ევროპის წამყვან ეროვნულ მეტროლოგიურ ინსტიტუტებთან შემდეგ სფეროებში:
🔹გაზომვების მიკვლევადობა ერთეულების საერთაშორისო სისტემათან (SI);
🔹დაკალიბრებისა და გაზომვის შესაძლებლობებში (CMC) საერთაშორისო აღიარება;
🔹გამოცდილების გაზიარება და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა მეტროლოგიაში;
🔹კვლევისა და განვითარების ევროპული პროგრამები;
🔹 ტექნიკური კომიტეტები და გაზომვის საშუალებების შედარებები.
🔷GEOSTM მიზნად ისახავს მიაღწიოს ინტეგრაციის უფრო მაღალ დონეს EURAMET-ში სრულუფლებიანი წევრობის გზით. ეს ხელს შეუწყობს შემდგომში მეტად ინტეგრირებული, ეფექტიანი და საერთაშორისო დონეზე კონკურენტუნარიანი მეტროლოგიური ინფრასტრუქტურის განვითარებას ქვეყნის ეკონომიკის, მრეწველობისა და ბიზნესის საჭიროებების გათვალისწინებით.
🔷GEOSTM became Associate Member of  EURAMET
On 3 March 2022, Georgia presented its applications for 🇪🇺🇬🇪EU membership and on 23 June 2022, Georgia was given a European perspective.
🔹This privilege brings in Georgia’s agenda higher commitments and aspirations for alignment and integration with the EU. Following this possibility and commitments Georgian National Agency for Standards and Metrology (GEOSTM) within the Ministry of Economy and Sustainable Development of Georgia, started process of acquiring membership in European regional metrology organization EURAMET (THE EUROPEAN ASSOCIATION OF NATIONAL METROLOGY INSTITUTES).
🔹On November 2022 year, Metrology Institute of Georgian National Agency for Standards and Metrology (GEOSTM) became the associate member of EURAMET.
🔹 EURAMET membership is enabling GEOSTM to cooperate amongst the leading national metrology institutes of Europe in the following fields:
🔹Traceability of Measurements to the International System of Units (SI);
🔹International Recognition of Calibration and Measurement Capabilities (CMC);
🔹Knowledge Exchange & Infrastructural Support in Metrology;
🔹European Research and Development Programmes;
🔹Technical Committees and comparisons of measurement standards.
🔷GEOSTM aims to achieve higher integration through becoming full member of EURAMET. This will support further to develop an integrated, cost effective and internationally competitive measurement infrastructure always taking into account the needs of countrie’s economy, industry and business.