PTB-ის ახალი პროექტი „ხარისხის სტანდარტები გაზრდილი ვაჭრობისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“
აღნიშნული ღონისძიების მიზანი იყო ხარისხთან დაკავშირებული გამოწვევების დადგენა და ცნობიერების ამაღლება ხარისხის ინფრასტრუქტურის შესახებ. აგრეთვე კერძო სექტორისა და ხარისხის ინფრასტრუქტურის ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობას.
„PTB-იმ (გერმანიის მეტროლოგიის ინსტიტუტი) სსიპ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოსთან (მასპინძელი ორგანიზაცია) და ქართული სამშენებლო მასალების კლასტერთან (თანამასპინძელი ორგანიზაცია GCMC) ერთად დაიწყო ზემოთ მოხსენიებული აქტივობა („კალიდენას“ პროცესი), რომელიც ახალი პროექტის „ხარისხის სტანდარტები გაზრდილი ვაჭრობისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ ერთ-ერთი კომპონენტია.“საწყის ეტაპზე მეთოდოლოგია „კალიდენა“ განხორციელდება სამშენებლო მასალების კონკრეტულ პროდუქტზე – სენდვიჩ-პანელებზე.
საქართველოს ხარისხის ინფრასტრუქტურის ინსტიტუტები ამჟამად მუშაობენ, რომ საკუთარი მომსახურება სამშენებლო მასალების სექტორის ახალ მოთხოვნებს მოარგონ.
PTB-ის პროექტი ხელს შეუწყობს პროდუქტიულობის გაზრდას და ინოვაციების დანერგვას საერთაშორისო და ევროპული სანიმუშო პრაქტიკის მიხედვით, მათ შორის ისეთი მომსახურების შეთავაზებით, რომელიც აქტუალურია ევროპული მწვანე შეთანხმების კონტექსტში. პროექტის ფარგლებში კერძო სექტორს და ხარისხის ინფრასტრუქტურის ინსტიტუტებს შესაძლებლობა მიეცემათ განავითარონ ხარისხის ინფრასტრუქტურის მომსახურება ხარისხთან დაკავშირებული გამოწვევების დადგენით და შესაბამისი ქმედებების განხორციელებით.
პროექტის მონაწილეებმა 21 თებარვალს მოინახულეს ეროვნული სააგენტოს საერთაშორისო აღიარების მქონე ლაბორატორიები და შეხვდნენ ლაბორატორიების მენეჯმენტს.
შეხვედრაზე, ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობამ და სააგენტოს ლაბორატორიების წარმომადგნელებმა მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია ეროვნული სააგენტოს ძირითადი შედეგების შესახებ მეტროლოგიისა და სტანდარტიზაციის სფეროში, აგრეთვე სააგენტოს მიერ რეგიონულ დონეზე გაწეული მეტროლოგიური მომსახურების შესახებ. მხარეებმა განიხილეს ხარისხის ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხები, რომელიც ორიენტირებულია ქვეყნის ეკონომიკისა და მომხმარებელთა ძირითად საჭიროებებზე.