სამშენებლო მასალების ხარისხის ინფრასტრუქტურის შესახებ პანელური დისკუსია 

29 აპრილს უძრავი ქონების საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, სამშენებლო მასალების ხარისხის ინფრასტრუქტურის შესახებ პანელური დისკუსია გაიმართა. საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს (GEOSTM), აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრსა (GAC) და ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს (MSA) წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს პრეზენტაციები სააგენტოს საქმიანობის შესახებ, არსებული მიღწევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

სამშენებლო სექრორის წარმომადგნელებმა მიიღეს ინფორმაცია მათი საქმიანობისთვის საჭირო საკითხებზე და ქონდათ შესაძლებლობა პანელური დისკუსიის ფარგლებში გაეცვალათ ინფორმაცია სამშენებლო მასალების ხარისხის ინფრასტრუქტურის შესახებ.
პანელური დისკუსია გაიმართა გერმანიის მეტროლოგიის ინსტიტუტის (PTB) მხარდაჭერით BMZ-ის მიერ დაფინანსებული პროექტის „ხარისხის სტანდარტები გაზრდილი ვაჭრობისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ ფარგლებში.
📍 საგამოფენო ცენტრი ExpoGeorgia, პავილიონი 11.