2024 წლის 15 ნოემბერს PTB-ის პროექტის „ხარისხის ინფრასტრუქტურის მომსახურების გაძლიერება დამატებული ღირებულების, პროდუქტიულობისა და ინოვაციისთვის“ ფარგლებში და BMZ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დაფინანსებით სსიპ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოში ჩატარდა სემინარი თემაზე „ დაკალიბრების საერთაშორისო სახელმძღვანელო მითითებები“

🔵2024 წლის 15 ნოემბერს PTB-ის პროექტის „ხარისხის ინფრასტრუქტურის მომსახურების გაძლიერება დამატებული ღირებულების, პროდუქტიულობისა და ინოვაციისთვის“ ფარგლებში და BMZ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დაფინანსებით სსიპ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოში ჩატარდა სემინარი თემაზე „ დაკალიბრების საერთაშორისო სახელმძღვანელო მითითებები“.

🔵 სემინარზე მოწვეულები იყვნენ საქართველოს სხვადასხვა დაკალიბრების ლაბორატორიები და ინსპექტირების ორგანოების წარმომადგენლები.

🔵შეხვედრის დროს განხილული იყო სააგენტოს მეტროლოგიის ინსტიტუტის: ელექტრობის, მასის, ტემპერატურისა & ტენიანობის ეტალონური განყოფილებების და წნევის გაზომვის ლაბორატორიების თანამშრომლების მიერ გამოყენებული საერთაშორისოდ აღიარებული დაკალიბრების პროცედურის/მეთოდის საკითხები.

🔵სემინარი აქტიურ და ნაყოფიერ გარემოში წარიმართა, რაც დისკუსიებში მონაწილეთა აქტიურობით გამოიხატა.

🔵შეხვედრის შედეგად შეთანხმებული იქნა სამუშაო ჯგუფების შექმნა და ერთიანი დაკალიბრების სახელმძღვანელოების შემუშავება შესაბამის გაზომვის სფეროებში.