უზბეკეთის რესპუბლიკის ტექნიკური რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლების ვიზიტი ეროვნულ სააგენტოში
2025 წლის 4 აპრილს, სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულმა სააგენტომ უმასპინძლა უზბეკეთის რესპუბლიკის ტექნიკური რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლებს. ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება და ქართული გამოცდილების გაზიარება.
სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობამ სტუმრებს გააცნო სააგენტოს მიღწევები მეტროლოგიისა და სტანდარტიზაციის მიმართულებით, მათ შორის სტანდარტიზაციის პროცესში WTO – ის TBT შეთანხმების პრინციპების ინტეგრირება.
ვიზიტის ფარგლებში, უზბეკეთის დელეგაციამ მოინახულა მეტროლოგიის ინსტიტუტის საერთაშორისო აღიარების მქონე ლაბორატორიები. სტუმრებს მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია ლაბორატორიების ტექნიკურ შესაძლებლობებზე და მომსახურებებზე, რომელთაც სააგენტოს სთავაზობს დაინტერესებულ მხარეებს.
აღნიშნული ვიზიტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ორი ქვეყნის შესაბამის ორგანიზაციებს შორის თანამშორმლობის გაღრმავებას და გამოცდილების გაზიარებას.
On April 4, 2025, the National Agency for Standards and Metrology hosted representatives from the Technical Regulation Agency of the Republic of Uzbekistan. The purpose of the visit was to deepen bilateral cooperation in the fields of standardization and metrology and to share Georgia’s experience.
The leadership of the National Agency for Standards and Metrology introduced the guests to the agency’s achievements in the fields of metrology and standardization, including the integration of the principles of the WTO’s TBT Agreement into the standardization process.
During the visit, the Uzbek delegation visited internationally recognized laboratories of the Metrology Institute. The guests were provided with detailed information about the technical capabilities and services of the laboratories, which the agency offers to interested parties.
This visit will significantly contribute to deepening cooperation and sharing experiences between the respective organizations of the two countries.






