საინფორმაციო შეხვედრა მეტროლოგიის სფეროს სიახლეებისა და განვითარების გეგმების შესახებ
საინფორმაციო შეხვედრა მეტროლოგიის სფეროს სიახლეებისა და განვითარების გეგმების შესახებ

საინფორმაციო შეხვედრა მეტროლოგიის სფეროს სიახლეებისა და განვითარების გეგმების შესახებ

🔵2025 წლის 24 ოქტომბერს საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოში გაიმართა შეხვედრა, რომელიც მიზნად ისახავდა ხარისხის ინფრასტრუქტურის სფეროში მოქმედი ორგანიზაციების წარმომადგნელებისათვის სააგენტოში ახალი ინიციატივებისა და მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.

🔵შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო პრეზენტაციები, რომლებშიც განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შემდეგ მიმართულებებზე:

🔹ეროვნული სააგენტოს გაციფრულების სტრატეგია;

🔹მეტროლოგიის ინსტიტუტის ეტალონური განყოფილებების მომსახურებები- ელექტრობის, მასისა და მასასთან დაკავშირებული სიდიდეების, წნევის და მექანიკური გაზომვების სფეროებში;

🔹ევროპული დირექტივები – MID (2014/32/EU) გაზომვის საშუალებები და NAWI (2014/31/EU) არაავტომატური აწონის საშუალებები;

🔹ეროვნული სააგენტოს გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა (GAP).

🔵შეხვედრა დასრულდა კითხვა-პასუხის სესიითა და შეჯამებით, რამაც შეხვერდის მონაწილეებს მისცა შესაძლებლობა, დეტალურად განეხილათ სააგენტოს ახალი ინიციატივები და მიმდინარე პროექტები.